FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგოეტიკეტირების შესახებ

article  6

დილერის ვალდებულებები.
1. მომხმარებლისთვის პროდუქტის ნებისმიერი ფორმით მიწოდებისას (მათ შორის, დისტანციური გაყიდვისას) დილერი ვალდებულია მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ეტიკეტი თვალსაჩინოდ განათავსოს  და უზრუნველყოს, რომ პროდუქტის თანმხლები დოკუმენტაცია ან ბროშურა პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას შეიცავდეს, აგრეთვე მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში პროდუქტის გაყიდვის ადგილებში უზრუნველყოს დაბეჭდილი პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება.
2. თუ დილერს არ აქვს ეტიკეტი ან პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი/ფირფიტა, იგი ვალდებულია მიმწოდებელს მოსთხოვოს დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი, და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი ამ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
4. დილერი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის ბაზარზე განთავსებისთვის აუცილებელი, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები.
5. დილერი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ითანამშრომლოს უფლებამოსილ პირთან.
ენერგოეტიკეტირების შესახებ

article  6

6. დილერი ვალდებულია პროდუქტის სპეციფიკური მოდელის ვიზუალურ რეკლამაში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალაში მიუთითოს ამ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე აღნიშნული ენერგოეფექტურობის სხვადასხვა კლასი სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით.
7. დილერი ვალდებულია უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოფხვრისა და ამ კანონსა და სათანადო ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
8. დილერი ვალდებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისადმი დაქვემდებარებულ პროდუქტზე არ გამოიყენოს ან არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, ნიშანი, სიმბოლო ან წარწერა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, თუ ეს ქმედება აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის დროს მომხმარებელს ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნის.
9. დილერი ვალდებულია არაენერგომომხმარებელ პროდუქტზე არ გამოიყენოს და არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, რომელიც ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ეტიკეტის მსგავსია.