Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 64 ერთეულების შეთავაზება. 1. აქტივების მმართველი კომპანია ან/და საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ერთეულების შეთავაზების მიზნით ინვესტორებთან განხორციელებული ნებისმიერი კომუნიკაცია ნათლად იქნეს იდენტიფიცირებული, როგორც შეთავაზებისთვის განკუთვნილი, და თანაბარმნიშვნელოვნად აღწერდეს ერთეულების შეძენასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს. ამგვარი კომუნიკაცია უნდა იყოს სწორი, გასაგები და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. შეთავაზების ფარგლებში განხორციელებული კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს საინვესტიციო ფონდის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პროსპექტში ან ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციაში ასახულ ინფორმაციას და არ უნდა აკნინებდეს მის მნიშვნელობას. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია უნდა მიუთითებდეს, რომ არსებობის შემთხვევაში ხელმისაწვდომია პროსპექტი და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია. ამასთანავე, კომუნიკაციაში აღნიშნული უნდა იყოს, თუ სად, როგორ ან რა ენაზეა შესაძლებელი ინვესტორებისთვის ამ დოკუმენტების მოპოვება ან გაცნობა. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 64 3. თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომუნიკაცია საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე. |