FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  16

პროგრამის კრედიტორთა წინაშე ემიტენტის/მოვალის ვალდებულებები.
1. ემიტენტი ვალდებულია შეასრულოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებები, მიუხედავად იმისა, სრულდება თუ არა უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარე, ემიტენტის წინაშე არსებული მესამე პირთა ვალდებულებები.
2. იპოთეკური ობლიგაციების ძირითადი თანხებისა და პროცენტების დაფარვა (მათ შორის, ვადამდელი დაფარვა) უნდა განხორციელდეს იპოთეკური ობლიგაციების ემისიის პირობების შესაბამისად.
3. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს არ აქვთ უფლება, მოითხოვონ იპოთეკური ობლიგაციიდან/რეგისტრირებული დერივატივიდან გამომდინარე ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება იმ საფუძვლით, რომ ემიტენტის მიმართ შემოღებულ იქნა რეზოლუციის რეჟიმი, იგი გახდა გადახდისუუნარო ან/და მის მიმართ დაიწყო ლიკვიდაციის პროცესი. ამ ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულება პროგრამის კრედიტორებმა შეიძლება მოითხოვონ მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
    ა) ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულებას ითვალისწინებს იპოთეკური ობლიგაციების ემისიის/რეგისტრირებული დერივატივის პირობები და იგი იპოთეკური ობლიგაციიდან/რეგისტრირებული დერივატივიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობასთან ან პროგრამის გადახდისუუნარობის რომელიმე საფუძვლის წარმოშობასთან არის დაკავშირებული;
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  16

ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკს დამტკიცებული აქვს პროგრამის კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ლიკვიდაციის შესახებ.
4. ეს მუხლი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე რეფინანსირების პროგრამის კრედიტორის წინაშე არსებულ მოვალის ვალდებულებაზე.