Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 2 კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები. 1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნა; ბ) უზრუნველყოს ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) შექმნა; გ) მოაწესრიგოს ერუშეთის ეროვნული პარკისა და ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მართვის მექანიზმები. 2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეცვლილი ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა სამყაროს და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით − საქართველოს „წითელ ნუსხასა“ და გლობალურ წითელ ნუსხაში შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველებისა და ველური მცენარეების გენოფონდის დაცვა და აღდგენა, ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნებრივ გარემოსა და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისათვის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის მექანიზმების ჩამოყალიბება; |
ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 2 დ) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნული პარკისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; ე) უზრუნველყოს ერუშეთის ეროვნულ პარკში განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი, ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგი; ვ) უზრუნველყოს უნიკალური და იშვიათი, ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნებისა და ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისაგან დაცვა; ზ) ხელი შეუწყოს ერუშეთის ეროვნულ პარკში და ერუშეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე (დამხმარე ზონაში) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას. |