Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 13 საკოორდინაციო საბჭო. 1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ფუნქციონირებისა და განვითარების პროცესში, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან იმავე დადგენილებით განსაზღვრული სუბიექტების წარმომადგენლები. 2. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დარგობრივმა ან/და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. 3. საკოორდინაციო საბჭო მონაწილეობს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნასთან, ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ამოცანების შემუშავებისა და შესრულების პროცესში, აგრეთვე ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიითა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შემუშავებისა და შესრულების პროცესში. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილებები განისაზღვრება საკოორდინაციო საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |