Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 12 საპენსიო კომპანიის წესდება. 1. საპენსიო კომპანიის ამ მუხლის შესაბამისად შედგენილი წესდება საპენსიო კომპანიის ლიცენზირებისთვის სავალდებულო დოკუმენტია. 2. საქართველოში დაფუძნებული საპენსიო კომპანიის წესდება არ უნდა შეიცავდეს დებულებას, რომელიც: ა) ეწინააღმდეგება ამ კანონს ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) არასამართლიანია საპენსიო სქემების მონაწილეების ინტერესებთან მიმართებით. 3. საქართველოში დაფუძნებული საპენსიო კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს ან/და ინფორმაციას: ა) საპენსიო კომპანიის სახელწოდებას; ბ) საპენსიო კომპანიის მიზნისა და სამიზნე ჯგუფის შესახებ; გ) საპენსიო კომპანიის წესდებაში ცვლილების შეტანის წესებისა და პროცედურის შესახებ; დ) საპენსიო მომსახურების მიწოდების განუსაზღვრელი ვადის შესახებ; ე) საპენსიო კომპანიის მართვის ორგანოების ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების აღწერას; ვ) საპენსიო აქტივების სამართავად დაქირავებული აქტივების მმართველი კომპანიისა და მზღვეველის ჩანაცვლების პირობების თაობაზე, ხოლო მათი ჩანაცვლების შემთხვევაში − მონაწილეების დაცვის გარანტიებისა და მექანიზმების შესახებ; ზ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ჩანაცვლების პირობების თაობაზე, ხოლო მისი ჩანაცვლების შემთხვევაში − მონაწილეების დაცვის გარანტიებისა და მექანიზმების შესახებ. |