Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 4 ტერმინთა განმარტება. 1. პროდუქტი – ყველა მოძრავი ნივთი და ამ ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი“ ასევე მოიცავს ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის. 2. უსაფრთხო პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას არ შეიცავს რისკს, ან შეიცავს მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ მინიმალურ რისკს. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან ნაკლები რისკის შემცველი სხვა პროდუქტის ხელმისაწვდომობა არ არის პროდუქტის სახიფათო პროდუქტად მიჩნევის საფუძველი. 3. სახიფათო პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულ „უსაფრთხო პროდუქტის“ განმარტებას. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 4 3 -1. პიროტექნიკური შემადგენლობა – დეტონაციის უნარის არმქონე, წვადი შემადგენლობა, რომელიც წვის პროცესში წვის პროდუქტებს (აეროზოლი, კვამლი) გარდაქმნის სითბურ, სინათლის და მექანიკურ ენერგიად სხვადასხვა სპეციალური ეფექტის (მათ შორის, ოპტიკური, აკუსტიკური ეფექტების) შესაქმნელად. 32. პიროტექნიკური ნაწარმი – პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობა, რომლის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ და რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლის და კომბინირებული ეფექტების (მათ შორის, სასცენო ეფექტის) შესაქმნელად. 4. მწარმოებელი: ა) დასრულებული პროდუქტის, ნედლი მასალის ან პროდუქტის შემადგენელი ნაწილის მწარმოებელი, პროდუქტის გადამკეთებელი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომლის სახელი, სავაჭრო ან სხვა განმასხვავებელი ნიშანი განთავსებულია პროდუქტზე და რომელიც თავს ამ პროდუქტის მწარმოებლად წარმოადგენს; ბ) უცხოელი დამამზადებლის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი, ან/და პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი, თუ უცხოელ დამამზადებელს საქართველოში არ ჰყავს წარმომადგენელი; |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 4 გ) პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და რომლის საქმიანობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების მახასიათებლებზე. 5. დისტრიბუტორი – პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და რომელიც პროდუქტის მიმართ სათანადო პირობების დაცვის შემთხვევაში გავლენას არ ახდენს პროდუქტის უსაფრთხოების მახასიათებლებზე. 6. ავტორიზებული წარმომადგენელი − მწარმოებლის მიერ ავტორიზებული პირი, რომელსაც მწარმოებლის ნაცვლად შეიძლება მიმართოს უფლებამოსილმა პირმა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დაკავშირებით. 7. იმპორტიორი/პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის პასუხისმგებელი პირი − პირი, რომელიც პასუხისმგებელია სხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის. 8. ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, პროდუქტის ბაზარზე მიწოდება წარმოების, იმპორტის, იჯარის, ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული მიზნებისთვის. 9. ექსპლუატაციაში გაშვება − საქართველოში პროდუქტის პირველად გამოყენება. თუ პროდუქტის ექსპლუატაციის დაწყება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, ექსპლუატაციაში გაშვება შეიძლება დაექვემდებაროს დამატებით ტექნიკურ მოთხოვნებს. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 4 10. ბაზარზე განთავსებად არ ითვლება შემთხვევა, როდესაც: ა) მწარმოებელმა პროდუქტი საკუთარ წარმომადგენლობას მიაწოდა; ბ) პროდუქტი მიწოდებულია შემდგომი დახვეწის (მაგალითად, აწყობის, შეფუთვის, გადამუშავების ან ეტიკეტირების) მიზნით; გ) პროდუქტი არ არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე; დ) პროდუქტი წარმოებულია საქართველოში სხვა ქვეყანაში ექსპორტის მიზნით; ე) პროდუქტი განკუთვნილია სადემონსტრაციოდ; ვ) პროდუქტი განთავსებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დასაწყობების მიზნით და არ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის, თუ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დასაწყობებისათვის სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11. ტექნიკური დოკუმენტაცია − ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული საჭირო ინფორმაცია პროდუქტის და პროექტების, წარმოებისა და ექსპლუატაციის შესახებ. 12. შესაბამისობის შეფასება (შშ) − პროცესი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტთან, მომსახურებასთან, პროცესთან, ფიზიკურ პირთან (პერსონალთან) ან ორგანიზაციასთან დაკავშირებული სპეციფიკური მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. 13. შესაბამისობის შეფასების ობიექტი – პროდუქტი, მომსახურება, პროცესი, ფიზიკური პირი (პერსონალი) ან ორგანიზაცია, რომლის მიმართაც გამოიყენება/ხორციელდება შესაბამისობის შეფასება (შშ). |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 4 14. შესაბამისობის შემფასებელი პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს შესაბამისობის შეფასებას (შშ), მათ შორის, დაკალიბრებას, გამოცდას, სერტიფიცირებასა და ინსპექტირებას. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას (შშ) ახორციელებს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა ორგანო. 15. რეგულირებული სფერო – კანონით განსაზღვრული სფერო, რომელიც პირდაპირ ადგენს ობიექტებს, რომელთა შესაბამისობის შეფასება სავალდებულოა. 16. პროდუქტის გამოთხოვა – ქმედება, რომელიც მიმართულია სახიფათო პროდუქტის დაბრუნებისკენ, რომელიც მწარმოებლის ან დისტრიბუტორის მიერ უკვე მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის. 17. პროდუქტის ამოღება – ქმედება, რომელიც მიმართულია სახიფათო პროდუქტის დისტრიბუციის, მომხმარებლისათვის შეთავაზების ან მიწოდების შეწყვეტისაკენ. 18. ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტი − ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიღებულია ევროკომისიის ახალი და გლობალური მიდგომის შესაბამისი დირექტივის საფუძველზე. ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტისა და შესაბამისი სტანდარტების დასახელებებს აქვეყნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო. |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 4 19. ერთეულთა საერთაშორისო სისტემა ( SI) – გაზომვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემა, რომელიც რეკომენდებული და მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად ზომისა და წონის გენერალური კონფერენციის მიერ. 20. დაფასოებული საქონელი – შეფუთული საქონელი, რომლის შეფუთვაზე აღნიშნულია მისი რაოდენობა, რომელიც გარკვეული სიზუსტით შეესაბამება წინასწარ შერჩეულ ნომინალურ მნიშვნელობას და რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს შეფუთვის გახსნის ან ხილული დაზიანების გარეშე. 21. პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება − პროდუქტის რეალიზაციის დროებით შეჩერება გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით. |