Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 45 განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება და პროცედურული გარანტიები. 1. თუ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა, ან მას უარი ეთქვა ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე, ანდა თავშესაფრის პროცედურა საქართველოში დასრულდა, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, თუკი: ა) ამ პირის წარმოშობის ქვეყანაში მოხდა ისეთი ცვლილებები, რომლებიც მისი საერთაშორისო დაცვის საჭიროებას წარმოშობს; ბ) არსებობს ახალი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინა საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული გარემოებების შეფასებისას არ განხილულა და რომელთა შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობაც განმცხადებლის ბრალით არ მომხდარა. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 45 2. უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია განახორციელოს განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევა, აგრეთვე შეისწავლოს და შეაფასოს ამ განცხადებაში მითითებული განმარტებები და ახალი გარემოებები, რათა წარმოშობის ქვეყანაში შესაბამისი პირის დაბრუნებით არ დაირღვეს არგაძევების პრინციპი და საერთაშორისო სამართლით აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობის დადგენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევის ფარგლებში უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ტარდება გასაუბრება. გასაუბრებაზე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს აღნიშნული განცხადების წინასწარ გამოკვლევას და გადაწყვეტილების მიღებას. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 45 3. თუ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წინასწარი გამოკვლევით დადგინდება, რომ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, სამინისტრო განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, აღნიშნული განცხადების არსებითი განხილვის გარეშე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით განხილვაზე უარის თქმის შესახებ. 4. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში სამინისტრო განცხადების რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა იღებს გადაწყვეტილებას თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებითი განხილვის შესახებ, რის თაობაზედაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამ შემთხვევაში დაიწყება თავშესაფრის პროცედურა და უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ამ აქტის გამოცემის მომენტიდან მიიჩნევა თავშესაფრის მაძიებლად. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 45 5. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება მის მიერ განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების პირველად წარდგენის მომენტიდან ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში (მათ შორის, ამ აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და ამ აქტის გამოცემის მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირველივე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა კვლავ წარადგინა განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, ეს პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და ამ აქტის გამოცემის მომენტიდან დასაშვებია აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 45 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 56-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, 56-ე მუხლის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სასამართლო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების უფლებით. |