Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 2019 1. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) მის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ პირადი განცხადების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის წარდგენა; ბ) მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; გ) მისი გარდაცვალება, გარდაცვლილად გამოცხადება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება; დ) მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ე) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება გამორიცხავს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ თავისი უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორციელების შესაძლებლობას; ვ) მის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილებების ზედიზედ 4 თვის განმავლობაში განუხორციელებლობა, თუ ეს გარდაუვალად არ გამოუწვევია ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ კანონით დადგენილი მოვალეობის შესრულებას; ზ) მის მიერ ამ კანონის 20-18 მუხლის რომელიმე მოთხოვნის დარღვევით ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება; |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 2019 თ) მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ან სავალდებულო ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის თავის არიდება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონის 20-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების წარმოშობის შემთხვევაში შესაბამისი საფუძვლით ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ბრძანებით წყვეტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ეს ბრძანება ქვეყნდება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ამ ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამოსილება ვადამდე შეწყვეტილად მიიჩნევა იმავე ქვეპუნქტში მითითებული გარემოების წარმოშობის მომენტიდან, ხოლო სხვა საფუძვლით მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში − საქართველოს პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლის მომენტიდან. |
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ article 2019 4. თუ პირის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნიდან მისი უფლებამოსილების ვადის დაწყებამდე პერიოდში მის მიმართ წარმოიშვა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე“ და „თ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი წყვეტს აღნიშნული პირის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ამ საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება (ბრძანება) ქვეყნდება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე და ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. აღნიშნული პირის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ცხადდება კონკურსი, რის შემდეგაც ამ კანონის 20-16 მუხლით დადგენილი პროცედურები ხელახლა ტარდება. |