Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 8
წყლის შესახებ article 17 შავი ზღვის ბუნებრივი რესურსების დაცვა. 1. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში შავი ზღვის ცხოველთა სამყაროსა (თევზები, წყლის უხერხემლოები და ზღვის ძუძუმწოვრები) და სხვა ცოცხალი რესურსების დაცვის მიზნით სახელმწიფო უზრუნველყოფს: ა) ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით და სხვა ცოცხალი რესურსებით სარგებლობის აკრძალვისა და შეზღუდვის დაწესებას; ბ) ზღვის გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების პირობების და არეალების და სამიგრაციო გზების დაცვას; გ) ზღვის აკვატორიის ფარგლებში დაცული ტერიტორიების შექმნას; დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ზღვის გარეულ ცხოველთა სახეობების დაცვას და გენოფონდის რეზერვატების შექმნისა და ფუნქციონირების დაფინანსებას; ე) ზღვის ცხოველთა სამყაროს და სხვა ცოცხალი რესურსებით თვითნებური სარგებლობისგან და სხვა დარღვევებისაგან დაცვას; ვ) ზღვის გარეულ ცხოველთა დაღუპვის თავიდან აცილების მიზნით იმ სამშენებლო, საწარმოო თუ ტექნოლოგიური პროცესების პროექტების ექსპერტიზას, რომელთა განხორციელებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ცხოველთა სამყაროს; ზ) სტიქიური უბედურების ან სხვა მიზეზით შექმნილი ექსტრემალური სიტუაციის დროს ზღვის გარეული ცხოველებისათვის დახმარების აღმოჩენას და გადარჩენას; |
წყლის შესახებ article 17 ბ) გემის შესვლა ამ ნაგებობებისა და მოწყობილობების უსაფრთხოების ზონის საზღვრებში შეიძლება მხოლოდ სპეციალური ნებართვით, რომელსაც გასცემს ამ ნაგებობებისა და მოწყობილობების მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით; გ) ნაგებობების და მოწყობილობების მესაკუთრე ან მოსარგებლე ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს ამ ნაგებობების და მოწყობილობების დაცვა, მათი ზღვაში არსებობის მანიშნებელი საშუალებების გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, უსაფრთხოების ზონაში ზღვის ცოცხალი რესურსების დაცვის ღონისძიებათა გატარება; დ) ნაგებობები და მოწყობილობები, რომელთა ექსპლუატაცია საბოლოოდ დამთავრებულია ან შეწყვეტილია კომპეტენტური სახელმწიფო უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე, ექვემდებარება ლიკვიდაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამოღებული უნდა იქნენ ზღვიდან. |
წყლის შესახებ article 17 14. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში შავი ზღვის ბუნებრივი რესურსების დაცვასთან, შესწავლასთან და მოპოვებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები რეგულირდება „გარემოს დაცვის შესახებ", „ცხოველთა სამყაროს შესახებ“, „წიაღის შესახებ", „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. |
წყლის შესახებ article 17 თ) იმ მეცნიერული კვლევების დაფინანსებას, რომელთა მიზანია ზღვის ცხოველთა სამყაროს და სხვა ცოცხალი რესურსების დაცვის მეთოდების დამუშავება და დახვეწა; ი) ზღვის გარეული ცხოველების ცალკეულ სახეობათა კეთილდღეობის სტატუსის დადგენას; კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ზღვის ცხოველთა სამყაროს და სხვა ცოცხალი რესურსების დაცვის პროპაგანდას. 2. აკრძალულია მცირე ვეშაპისებრთა მოპოვება, გარდა „ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. 3. აკრძალულია ზღვის ძუძუმწოვრებზე წყალქვეშა ნადირობა. 4. საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ აწარმოონ მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებების ან შეთანხმებების საფუძველზე. ამ მიზნით სამინისტრო: |
წყლის შესახებ article 17 ა) ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ განსაზღვრავს სარგებლობისათვის დაშვებულ ზღვის ცხოველთა სამყაროს ყოველი ცალკეული ობიექტისათვის ყოველწლიური მოპოვების დასაშვებ რაოდენობას (ბუნებრივი რესურსით სარგებლობის კვოტას) და ამ რაოდენობის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების ან შეთანხმებების საფუძველზე შეიძლება სარგებლობისთვის გადაეცეს უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს – „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „გარემოზე დატვირთვის ნორმების შესახებ“ დებულებით. სარგებლობისათვის დაშვებულ ზღვის ცხოველთა სამყაროს ყოველი ცალკეული ობიექტისათვის ყოველწლიური მოპოვების დასაშვები რაოდენობა (კვოტა) განისაზღვრება „გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კვოტების დადგენის წესის შესახებ“ დებულებით; |
წყლის შესახებ article 17 ბ) აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გამოყოფს ზღვის ცალკეულ რაიონს (რაიონებს), სადაც უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეუძლიათ ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვება. ამგვარი რაიონი (რაიონები) უნდა გამოიყოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით „ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოსაპოვებლად უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი შავი ზღვის ცალკეული რაიონის (რაიონების) დამტკიცების შესახებ“. 5. საქართველოს მდინარეების ანადრომული (თევზის ის სახეობები, რომელთა მასობრივი სეზონური გადაადგილება ხდება მდინარის წყლის დინების საწინააღმდეგოდ) სახეობის თევზების დაცვა ხორციელდება მათი აღწარმოებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის, საბინადრო გარემოს შენარჩუნების, რეწვის რეგულირების წესების დადგენის, საქართველოს ტერიტორიული წყლების, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ დასაშვები მოპოვების საერთო რაოდენობის დადგენის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების გატარების გზით. |
წყლის შესახებ article 17 6. საქართველოს მდინარეების ანადრომული სახეობის თევზის რესურსებთან დაკავშირებული ღონისძიებების და წესების დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ ხორციელდება საქართველოსა და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულების საფუძველზე. 7. საქართველოს მდინარეების ანადრომული სახეობის თევზის რეწვა სხვა დაინტერესებული სახელმწიფოების მიერ საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ ხორციელდება საქართველოსა და ამ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 10. საქართველოს კონტინენტური შელფის ბუნებრივი რესურსების შესწავლასთან, მოპოვებასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ნაგებობებისა და მოწყობილობების გარშემო იქმნება უსაფრთხოების ზონა, რომლის გავრცელების რადიუსი ნაგებობებისა და მოწყობილობების სპეციფიკიდან გამომდინარე შეიძლება აღწევდეს 500 მეტრს. ნაგებობებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციის დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი პირობების დაცვა: ა) ეს ნაგებობები და მოწყობილობები და მათი უსაფრთხოების ზონა არ შეიძლება განლაგდეს ზღვის იმ მონაკვეთებზე, რომლებზედაც გადის საერთაშორისო საზღვაო ნაოსნობის გზები; |
წყლის შესახებ article 17 11. საქართველოს სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დროს დაცული უნდა იყოს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აპირებს ასეთი საქმიანობის განხორციელებას, ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და ფორმით. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს სამეურნეო, სარეწი და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხასიათი, ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სამუშაოთა წარმოების ადგილი, დრო და ხანგრძლივობა, მონაწილეთა რაოდენობა და პასუხისმგებელი პირის ვინაობა. 12. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ზღვის ცხოველთა სამყაროს დაცვის სტიმულირებისთვის ხდება ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური და მორალური წახალისება. 13. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზღვის ცხოველთა სამყაროს ცალკეული ობიექტების, სხვა ცოცხალი ორგანიზმების, კონტინენტური შელფის რესურსების დაცვის, შენარჩუნებისა და აღწარმოების მიზნით, სამინისტრო უფლებამოსილია შეზღუდოს ან აკრძალოს ამ რესურსებით სარგებლობა გავრცელების მთელ არეალში ან მის ნაწილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |