Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დიზაინის შესახებ article 27 წინათსარგებლობის უფლება. 1. წინათსარგებლობის უფლება გულისხმობს პირის უფლებას, გამოიყენოს დიზაინი მისი რეგისტრაციის მოქმედების მიუხედავად, თუ იგი კეთილსინდისიერად იყენებდა ამ დიზაინს ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები მისი გამოყენებისათვის საქპატენტში განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე. 2. წინათსარგებლობის უფლება მესამე პირს აძლევს დიზაინის მხოლოდ იმ მიზნითა და მოცულობით გამოყენების უფლებას, რა მიზნით და მოცულობითაც უკვე გამოიყენა იგი ან ჩაატარა მოსამზადებელი სამუშაოები, განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე. 3. დაუშვებელია წინათსარგებლობის უფლებაზე კერძო ლიცენზიის გაცემა. 4. წინათსარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ ისეთ საწარმოსთან ერთად, სადაც განხორციელდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებები. |