Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 54 4. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში შემოსულია უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა მისი უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოში აღსრულების შესახებ, რომლის საფუძველზედაც საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესაძლოა მის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა იმ შემთხვევაში, თუ ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულება, დანაშაულად ითვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და მისი ჩადენის შემთხვევაში პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენება შესაძლებელია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად. 5. შესაძლებელია უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა იმ შემთხვევაშიც, როდესაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო გამოთქვამს მის მიმართ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების სურვილს. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 54 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების გამოყენების საფუძველია შესაბამისი უცხო სახელმწიფოს წერილობითი თხოვნა, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას იმ დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენისთვისაც იქნა პირი მსჯავრდებული; ბ) ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის ადგილისა და დროის შესახებ; გ) დანაშაულის ჩამდენი პირის აღწერილობას; დ) საქმის ფაქტობრივი გარემოებების მოკლე აღწერილობას, რომელიც საფუძვლად დაედო განაჩენის გამოტანას. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხს განიხილავს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე. მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობები. 8. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მის მიმართ განაჩენით დადგენილ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსჯავრდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 54 9. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მსჯავრდებული ასევე თავისუფლდება პატიმრობიდან, თუ მის მიმართ გამოყენებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიება და მისი დაკავებიდან 18 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ მიუღია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და მასალები განაჩენის აღსრულების თაობაზე. 10. ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების მიზნით მსჯავრდებულის დაკავებისთანავე უნდა ეცნობოს ამის შესახებ მისი ადგილსამყოფლის მიხედვით შესაბამისი რაიონის პროკურორს, რომელიც 48 საათში შუამდგომლობით მიმართავს დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის მაგისტრატ მოსამართლეს მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თხოვნით. 11. მაგისტრატი მოსამართლე მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების საკითხს განიხილავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლით დადგენილი წესით და განაჩენის აღსრულების პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით. მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება შეიძლება მსჯავრდებულისთვის მისი გადაცემიდან 7 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში, რომელიც საჩივარს 5 დღის ვადაში განიხილავს. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 54 12. ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების ვადაა 2 თვე, რომელიც განაჩენის აღსრულებით გამოწვეული საჭიროების გამო შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, მაგრამ არა უმეტეს ორჯერ. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე დროებითი ღონისძიების სახით პატიმრობის ვადას აგრძელებს შესაბამისი მაგისტრატი მოსამართლე, რომლის გადაწყვეტილებაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. |
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ article 54 განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული დროებითი ღონისძიებები. 1. იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის საფუძველზე პირს სასჯელის სახით შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა და იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, უფლებამოსილი მაგისტრატი მოსამართლის განჩინების საფუძველზე შესაძლოა მსჯავრდებულის მიმართ დროებითი ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნეს პატიმრობა მას შემდეგ, რაც უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო განაცხადებს თანხმობას მის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებაზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განჩინება გამოიტანება იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის უცხო სახელმწიფოში აღსრულება და მსჯავრდებულის შესაბამისი უცხო სახელმწიფოსთვის გადაცემა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების საფუძველზე პატიმრობაში მყოფი პირი დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს შესაბამის უცხო სახელმწიფოს მას შემდეგ, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მიიღებს თანხმობას საქართველოს უფლებამოსილი სასამართლოს განაჩენის აღსრულებაზე. |