FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ზოგადი განათლების შესახებ

article  485

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სოციალური დაცვა.
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას.
2. ზიანი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგა, მას სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 15 000 ლარისა. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს. 4.  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის დასახიჩრების ან შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში მას ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 7 000 ლარისა.
5. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ზოგადი განათლების შესახებ

article  485

6. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებები და შეღავათები. საქართველოს  2011  წლის  2 2  თებერვლის  კანონი  №4204  –  ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №844 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.