Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ article 28 პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური სახდელის დადების წესი. 1. პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური სახდელის დადების საკითხს ასოციაციის ეთიკის კომისია კოლეგიურად თავის სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში ის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს. 2. ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე პატენტრწმუნებულს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ზეპირად ან წერილობით გამოთქვას აზრი, გამოითხოვოს და წარადგინოს მტკიცებულებები და სრულად ისარგებლოს დაცვის უფლებით. 3. ასოციაციის ეთიკის კომისიის სხდომა დახურულია. ამასთანავე, ეთიკის კომისია უფლებამოსილია ორივე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ჩაატაროს საჯარო სხდომა. მხარეებს უფლება აქვთ, მიიღონ ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საჯაროა. 4. პატენტრწმუნებულისთვის ამ კანონის 27-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ასოციაცია ვალდებულია ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს. |