FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 19

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  3

ხ-1) დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადება – უმაღლესი სამედიცინო, უმაღლესი საექთნო ან უმაღლესი მეან-ექთნის განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო, საექთნო ან მეან-ექთნის საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო, საექთნო ან მეან-ექთნის სპეციალობის დაუფლება; ხ-2) უწყვეტი პროფესიული განვითარება – უმაღლესი სამედიცინო ან პროფესიული და უმაღლესი საექთნო ან უმაღლესი მეან-ექთნის განათლებისა და დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და საექიმო, საექთნო ან მეან-ექთნის საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზანია დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების თანამედროვე მედიცინის მიღწევებსა და ტექნოლოგიებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  3

ხ-3) უწყვეტი საექთნო განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომლის მიზანია ექთნის პროფესიული ცოდნის, კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების განმტკიცება/გაუმჯობესება და რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას; ხ-4) მეან-ექთნის უწყვეტი განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომლის მიზანია მეან-ექთნის პროფესიული ცოდნის, კომპეტენციისა და უნარ-ჩვევების განმტკიცება/გაუმჯობესება და რომელიც მოიცავს როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას;
    ჯ) ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა – შრომის, ყოფა-ცხოვრების, დასვენების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების განმსაზღვრელი სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვაზე ზედამხედველობა, ქვეყნის საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ჰიგიენურ და სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები;
    ჰ) ჯანმრთელობის ხელშეწყობა (ჯანმრთელობის განმტკიცება) – ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და განსამტკიცებლად მიმართული საგანმანათლებლო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოს და პროფესიული ფაქტორების კომპლექსი;
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  3

ჰ-1) ეპიდემიოლოგიური კონტროლი – გადამდები დაავადებების ეპიდემიური პროცესის მართვის პროფილაქტიკურ და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა სისტემა. ჰ-2) (ამოღებულია); ჰ-3) ამოუცნობი გვამი – გვამი, რომლის აღმოჩენის შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად, დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა მისი იდენტიფიცირება და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო; ჰ-4) უპატრონო გვამი – გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ  გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა (მოძიება) შეუძლებელია, და რომლის დაკრძალვას უზრუნველყოფს სახელმწიფო, ან გვამი, რომელიც იდენტიფიცირებულია, გარდაცვლილის ნათესავი, კანონიერი წარმომადგენელი ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირი დადგენილია (მოძიებულია), მაგრამ იგი უარს აცხადებს მის დაკრძალვაზე; ჰ-5) შერჩევითი კონტროლი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ დარღვევის რისკის შეფასების შესაბამისად განხორციელებული ადმინისტრაციული ქმედება. ჰ-6) (ამოღებულია - 19.02.2015, №3094); ჰ-7) (ამოღებულია - 19.02.2015, №3094);
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  3

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3367 - ვებგვერდი,  31.03.2015წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №859 - ვებგვერდი, 03.07.2025წ. მუხლი 4 ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია:
    ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში;
    ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება;
    გ) ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში;
    დ) ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შესაბამისობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მისი მართვადობის უზრუნველყოფა;
    ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტისა და დაავადების მქონე პირის დისკრიმინაციისგან დაცვა სამედიცინო დახმარების გაწევისას;
    ვ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამედიცინო ეთიკის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დამკვიდრება;
    ზ) მოსახლეობის სრული ინფორმირება სამედიცინო დახმარების ყველა არსებული ფორმისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ;
    თ) ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა;
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  3

ი) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მოცულობასა და ხარისხზე;
    კ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
    ლ) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ექიმთა სერტიფიცირების, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირებისა და სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემისათვის;
    მ) სახელმწიფოს, საზოგადოების, თიოთოეული მოქალაქის მონაწილეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში, საცხოვრებელი, სამუშაო და დასასვენებელი გარემოს დაცვაში;
    ნ) სამედიცინო მომსახურების სფეროში საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მრავალფეროვნება და თანაბარუფლებიანი არსებობა;
    ო) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მავნე ქმედებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება;
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  3

პ) სახელმწიფოს მიერ პროგრამული და მიზნობრივ-პროგრამული წესით ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება; სახელმწიფო სექტორის ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების თვითანაზღაურებისა და თვითმმართველობის უზრუნველსაყოფად საფინანსო, სამეურნეო, სახელშეკრულებო ურთიერთობებისა და მართვის სისტემის ავტონომია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    ჟ) არსებული რესურსების შესაბამისად სახელმწიფოს მიერ სამედიცინო-ბიოლოგიური და ჯანმრთელობის დაცვის კვლევათა დაფინანსება, ამ მიზნით კერძო სექტორიდან სახსრების მოსაზიდად ხელსაყრელი პირობების შექმნა;
    რ) პროფესიული გაერთიანებების, აგრეთვე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე, ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში კონსულტაციების, სამეცნიერო და პროფესიული განხილვების, სათანადო პროექტების შემუშავების, პაციენტის უფლებების დაცვაში მონაწილეობის გზით; საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №859 - ვებგვერდი, 03.07.2025წ.
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  3

გამოყენებულ ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) ავტონომია პაციენტის – პაციენტის უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ყველა საკითხი;
    ბ) აივ – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;
    გ) არამართვადი ინფექციები – ინფექციური დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ არ არსებობს სპეციფიკური პროფილაქტიკის მაღალეფექტური საშუალებები;
    დ) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა – უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ-1) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა – შესაბამისი სამედიცინო განათლების ან/და დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  3

დ-2) პარამედიკოსი − შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდეგ, პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში დამოუკიდებლად ახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას და პასუხს აგებს მის შედეგებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ-3) დამოუკიდებელი მეან-ექთნის (Midwife) საქმიანობა (შემდგომ − დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობა) − შესაბამისი სამედიცინო განათლების ან/და დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ-4) საექთნო სპეციალობა − საექთნო დარგის მიმართულება, რომლის ფარგლებშიც დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის სუბიექტს განესაზღვრება საქმიანობის სფერო და მოეთხოვება შესაბამისი კონკრეტული კომპეტენციები;
    ე) დონორი – ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს, ორგანოთა ნაწილს, ქსოვილს სხვა ადამიანისათვის გადანერგვის ან სხვა ადამიანის მკურნალობის მიზნით;
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  3

ვ) ევთანაზია – უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე თხოვნით;
    ზ) ენდემური დაავადება – განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოქმედი მავნე ფაქტორებით ან ჯანმრთელობისათვის აუცილებელი რაიმე ფაქტორის დეფიციტით გამოწვეული დაავადება; ზ-1) ვაუჩერი – სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი ჯგუფისათვის გადაცემული, მიმოქცევადი მატერიალიზებული ან/და არამატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების ან პირადი დაზღვევის დასაფინანსებლად;
    თ) თანდაყოლილი დაავადება – ჰიპოთირეოზი, ფენილკეტონურია, გალაქტოზემია ან ადრენოგენიტალური სინდრომი;
    ი) განსაკუთრებით საშიში პათოგენები – იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევი, მაღალი გადამდებლობის მქონე ბიოლოგიური აგენტები და ტოქსინები, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას;
    კ) ინფორმირებული თანხმობა – პაციენტის ან მისი ნათესავის, ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პაციენტისათვის საჭირო სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე, მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ ჩარევასთან დაკავშირებული რისკის განმარტების შემდეგ;
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

article  3

კ-1) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) – მტკიცებულებაზე დაფუძნებული, მედიცინის საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის (ნოზოლოგია/სინდრომი) მართვის რეკომენდაცია, რომელსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; კ-2) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული ეტაპები და მოქმედებათა თანამიმდევრობა, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
    ლ) კრიტიკული მდგომარეობა – ჯანმრთელობის მოშლის ფორმა, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია და დაუყოვნებელი მკურნალობის გარეშე სიკვდილი გარდაუვალია;