Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1585 აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის გავრცელების, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა. 1. აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის გავრცელების ან/და აბრის განთავსების წესის დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული/ავტორიზებული მაუწყებლის პროგრამაში აზარტული თამაშობის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული თამაშობის ორგანიზატორის, ტოტალიზატორის ორგანიზატორის, ლოტოს ორგანიზატორის და ბინგოს ორგანიზატორის რეკლამის/სასპონსორო განცხადების გავრცელება ან/და პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. |