FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

article  20

სამსახურის თანამშრომლის წახალისების ფორმები. სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები:
    ა) მადლობის გამოცხადება და მადლობის სიგელით დაჯილდოება;
    ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
    გ) დამატებითი შვებულების მიცემა 10 დღე-ღამის ოდენობით;
    დ) სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
    ე) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
    ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა;
    ზ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.