Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 46 პასუხისმგებლობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობისთვის. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. 1. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქმიანობის განმახორციელებლის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაჯარიმებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ სამინისტროს სისტემაში შემავალი, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ადგენს გონივრულ ვადას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის. 2. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ჯარიმის დაკისრების შემდეგ დგინდება გონივრული ვადა და შესაბამისი პირობები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებისთვის. 3. საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გასამმაგებული ჯარიმის დაკისრებიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გასამმაგებას. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 46 4. თუ, საქმიანობის განმახორციელებლისთვის ამ მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული ჯარიმების დაკისრების მიუხედავად, იგი არ უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, სააგენტო გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ძალადაკარგულად აცხადებს, გარდა ამავე მუხლის მე-7–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლითა და ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, არის: ა) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის მოთხოვნა; ბ) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლიკვიდაცია, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ. 51. სააგენტო უფლებამოსილია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არ გააუქმოს მანამ, სანამ საქმიანობის განმახორციელებელი სრულად არ განახორციელებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრულ, საქმიანობის განხორციელების ადგილის აღდგენასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 46 52. საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს იმ საქმიანობებზე შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, რომლებზედაც გაცემულია გზშ-ის სფეროში შესაბამისი აღმჭურველი აქტი და რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად აღარ საჭიროებს ამავე კოდექსით დადგენილი პროცედურების გავლას. 6. სკრინინგის გადაწყვეტილება, სკოპინგის გადაწყვეტილება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში. 7. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებამ შეიძლება უფრო მეტი ზიანი გამოიწვიოს, ვიდრე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების გაგრძელებამ, ან თუ საქმიანობის შეჩერება არსობრივად შეუძლებელია, სააგენტო იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მის მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის განსაზღვრული დამატებითი პირობების დაცვით გარკვეული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი ვალდებულია სააგენტოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში უზრუნველყოს დამატებითი პირობების შესრულება. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 46 8. თუ ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელი არ უზრუნველყოფს აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, სააგენტო უფლებამოსილია, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიუხედავად, მიიღოს გადაწყვეტილება ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესრულების სააგენტოს მიერ ან მესამე პირის მეშვეობით, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მფლობელის სახელითა და ხარჯით უზრუნველყოფის შესახებ. 9. თუ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების ამ მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით შესრულება შეუძლებელია, სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული გადაწყვეტილებით განსაზღვრული ქმედების განსახორციელებლად და პირობების შესასრულებლად სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ. სპეციალურ მმართველთან დაკავშირებით გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესი. |