FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  16

პარლამენტის წევრის გასამრჯელო.
1. პარლამენტის წევრის გასამრჯელოს ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელფასო კოეფიციენტზე ნამრავლით.
2. პარლამენტის წევრებისთვის განისაზღვრება შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები:
    ა) პარლამენტის თავმჯდომარისთვის – 10.00;
    ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 9.20;
    გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილისთვის – 9.00;
    დ) კომიტეტის თავმჯდომარისთვის, ფრაქციის თავმჯდომარისთვის – 8.50;
    ე) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისთვის – 8.30;
    ვ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისთვის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვის – 8.10;
    ზ) იმ პარლამენტის წევრისთვის, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8.00.
3. ამ რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს მის მიერ რომელიმე საპარლამენტო თანამდებობის დაკავების შემთხვევაში მიეცემა ის შრომის ანაზღაურება, რომელიც მისი სტატუსის, პოზიციის ან დაკავებული საპარლამენტო თანამდებობის მიხედვით უფრო მაღალია.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  16

4. პარლამენტის წევრის (გარდა ამ რეგლამენტის 229-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული პარლამენტის წევრისა) სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა.
5. პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს აგრეთვე პარლამენტის წევრის სატრანსპორტო უზრუნველყოფის, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევისა და მის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯების ანაზღაურების პირობებს.