FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  137

სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა.
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება ერთი მოსმენით, ამ თავით დადგენილი წესით.
2. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტსა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებას წარადგენს/წარადგენენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ან/და საქართველოს მთავრობის სხვა წევრი/წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად.
3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენების წარდგენისას საქართველოს მთავრობის წევრის/წევრების გამოსვლის/გამოსვლების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მომხსენებლის მოთხოვნით. საქართველოს მთავრობის წევრის/წევრების მოხსენების/მოხსენებების დასრულების შემდეგ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდის თანამომხსენებელი – პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელი.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესახებ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს, გამოდიან:
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  137

ა) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის ძირითადი პარამეტრების შესახებ;
    ბ) გენერალური აუდიტორი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ, აგრეთვე მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენების თაობაზე.
5. გამოსვლების დასრულების შემდეგ იმართება განხილვა, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
6. განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენებას აცხადებს.
7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენების გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 20 ნოემბრისა, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების ამსახველ სტენოგრამასთან ერთად უგზავნის საქართველოს მთავრობას.