Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 185 დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხის განსაზღვრა. 1. აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება: ა) (ამოღებულია – 19.04.2011, №4547); ბ) ალკოჰოლიანი სასმელისათვის – ალკოჰოლიანი სასმელის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით; გ) თამბაქოს ნაწარმისათვის (გარდა ამ ნაწილის „გ-1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) − თამბაქოს ნაწარმის რაოდენობით ან წონით ან/და საცალო სარეალიზაციო ფასის მიხედვით; გ-1) თამბაქოს ნედლეულისათვის, თამბაქოს ნარჩენებისათვის – თამბაქოს ნედლეულის, თამბაქოს ნარჩენების წონით; დ) ნავთობპროდუქტისათვის – ნავთობპროდუქტის წონით (მოცულობით); ე) მსუბუქი ავტომობილისთვის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა და კლასიკური ავტომობილისა) და მოტოციკლისთვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით; ვ) ბუნებრივი აირისათვის (აირისებრ მდგომარეობაში) – აირის მოცულობით; ვ-1) ბუნებრივი აირის კონდენსატისათვის ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირისათვის – წონით; ზ) საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურების გაწევის შემთხვევაში − ზარის ხანგრძლივობის მიხედვით. თ) ელექტრონული სიგარეტის სითხისათვის − სითხის მოცულობით. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 185 11. საქართველოს საბაჟო კოდექსის 54-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აქციზური საქონლის იმპორტის თანხა განისაზღვრება იმავე ნაწილით იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 185 2. საერთაშორისო მობილური საკომუნიკაციო მომსახურების (გარდა საქართველოში მობილურ ან ფიქსირებულ ქსელში საერთაშორისო ზარის დასრულების მომსახურებისა) გაწევისას დასაბეგრი ოპერაციის თანხაში არ გაითვალისწინება არარეზიდენტი საწარმოსათვის გაწეული ასეთი მომსახურებიდან მიღებული თანხა. |