FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საექიმო საქმიანობის შესახებ

article  95

შეღავათები ზოგიერთ საექიმო სპეციალობაში და ცალკეულ რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის.
1. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ზოგიერთ საექიმო სპეციალობაში და ცალკეულ რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის ცენტრალურ ორგანოებს შეუძლიათ დააწესონ ხელფასზე დანამატები ან/და სხვა შეღავათები, საცხოვრებელი ფართობისა და სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფის ჩათვლით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საექიმო სპეციალობათა და რეგიონთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. მაღალმთიან რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისათვის შეღავათებს განსაზღვრავს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნულ შეღავათებს განსაზღვრავს აგრეთვე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი იმავე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოს 2020  წლის 15 ივლისის კანონი №7002 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.