Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ article 25 შეტყობინება სავარაუდო გარდაუვალი სიკვდილის (თავის ტვინის სიკვდილის) შესახებ. 1. დონორი კლინიკის ინტენსიური თერაპიის/კრიტიკული მოვლის მომსახურების მიწოდებისთვის პასუხისმგებელი პერსონალი მზად უნდა იყოს ორგანოს შესაძლო დონაციისთვის და ყოველი სავარაუდო გარდაუვალი სიკვდილის (თავის ტვინის სიკვდილის) შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს დონორ-კოორდინატორს დონაციის საკითხის დროულად განსახილველად. 2. დონორ-კოორდინატორს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეტყობინება ამ კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი ფორმით, წერილობით უნდა მიეწოდოს. 3. დონორ-კოორდინატორმა სავარაუდო გარდაუვალი სიკვდილის (თავის ტვინის სიკვდილის) შესახებ მიღებული თითოეული შეტყობინებისა და შესაბამისი პროცესის მიმდინარეობის/შედეგების თაობაზე ამ კანონის 27-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ბრძანებით დადგენილი ფორმით, წერილობით უნდა აცნობოს კომპეტენტურ უწყებას. |