Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 59 მტკიცებულებები. 1. საქმის წარმოების მიზნებისთვის მტკიცებულება არის ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზედაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ან/და სამსახურის უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისთვის. |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 59 2. ამ მუხლის მიზნებისთვის მტკიცებულებად შეიძლება მიჩნეულ იქნეს: მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვის ფარგლებში ან/და შემოწმების (ინსპექტირების) შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; მონაცემთა სუბიექტის, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის, თანადამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირების, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის, სპეციალური წარმომადგენლის და მოწმის ახსნა-განმარტებები; სამართალდამრღვევის აღიარება; ზეპირი სხდომის ოქმი (ჩანაწერი); ექსპერტის დასკვნა; ფაქტების კონსტატაციის მასალები; აუდიოჩანაწერი; ვიდეოჩანაწერი; ფოტო; საჯარო წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია და დოკუმენტი; უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ მომზადებული/გამოცემული/დამოწმებული დოკუმენტი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ან სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, რომლის ფორმას და გაცნობის წესს ადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი; მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების (ინსპექტირების) ოქმი; ნივთიერი მტკიცებულება; ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, დოკუმენტი ან მასალა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს საქმეზე ობიექტური გარემოებების დასადგენად. |