FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

მეწარმეთა შესახებ

article  143

პარტნიორის გარიცხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან.
1. მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას სასამართლოს შეუძლია პარტნიორთა გადაწყვეტილების შესაბამისად წარდგენილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სარჩელის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ.
2. მნიშვნელოვანი საფუძველი არსებობს, როდესაც პარტნიორის ქმედება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესებს ან მისი პარტნიორად დარჩენა საზიანოა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემდგომი საქმიანობისთვის, თუ პარტნიორი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ წერილობით უშედეგოდ გააფრთხილა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ინტერესების დამაზიანებელი ქმედების შეწყვეტისა და შესაძლო გარიცხვის შესახებ.
მეწარმეთა შესახებ

article  143

3. თუ წესდებით ხმათა უფრო დიდი რაოდენობა არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პარტნიორთა გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების იმ წილების საერთო ოდენობის ნახევრისა, რომლებიც იძლევა ამ საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას. ამ შემთხვევაში პარტნიორს, რომლის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაც უნდა იქნეს მიღებული, ხმის უფლება არ აქვს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, რომელსაც 2 პარტნიორი ჰყავს, გადაწყვეტილებას ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი  პუნქტის შესაბამისად იღებს მეორე პარტნიორი.
4. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეუძლია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სარჩელით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი პარტნიორთა გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში.
5. სასამართლოს შეუძლია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მოთხოვნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პარტნიორს შეუჩეროს ხმის უფლება ან სხვა არაქონებრივი უფლებები.
6. სასამართლოს მიერ პარტნიორის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პარტნიორი გარიცხულად მიიჩნევა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან.
მეწარმეთა შესახებ

article  143

7. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხული პარტნიორის წილები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას გადაეცემა. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გარიცხული პარტნიორის წილების დარჩენილი პარტნიორებისთვის პროპორციულად გადაცემას  ან წილის/წილების გაუქმებას.
8. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებიდან გარიცხულ პარტნიორს უნდა მიეცეს წილის სამართლიანი ფასი. შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება ამ კანონის 145-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-7 პუნქტები.