Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 22 მიკრობანკის დირექტორატი. 1. მიკრობანკის ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ მიკრობანკის დირექტორებს. ისინი პასუხისმგებელი არიან მიკრობანკის საქმეების მართვისა და მისი ფუნქციების შესრულებისთვის. მიკრობანკის დირექტორატი შედგება არანაკლებ 3 დირექტორისგან, რომლებსაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო არაუმეტეს 4 წლის ვადით. მათი განმეორებით დანიშვნა შეუზღუდავია. 2. მიკრობანკის დირექტორატის სტრუქტურაში უნდა იყოს გენერალური დირექტორი, რომელსაც ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭო. 3. მიკრობანკის დირექტორატის წევრად არ შეიძლება დაინიშნოს და სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დირექტორატის წევრობისგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-7 მუხლითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნებს. |
მიკრობანკების საქმიანობის შესახებ article 22 4. მიკრობანკის დირექტორატის წევრი მიკრობანკის საქმეებს კეთილსინდისიერად უნდა უძღვებოდეს, მიკრობანკზე ისე უნდა ზრუნავდეს, როგორც ზრუნავს ანალოგიურ პირობებში მყოფი კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე პირი, და მიკრობანკის სტაბილურობის ინტერესების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს. ამ მოვალეობების ბრალეული შეუსრულებლობით მიყენებული ზიანისთვის დირექტორატის წევრები მიკრობანკის წინაშე სოლიდარულად აგებენ პასუხს. დირექტორი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუ იგი თავისი ქმედებით აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებას ასრულებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მან საერთო კრების გადაწყვეტილების მიღებას ხელი შეუწყო არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ან იცოდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება ზიანის მიყენებას გამოიწვევდა, მაგრამ ამის თაობაზე არ შეატყობინა საერთო კრებას გადაწყვეტილების მიღებამდე ან აღსრულებამდე. 5. მიკრობანკის დირექტორატს აქვს უფლება, კონკრეტულ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭოს წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე განახორციელოს თავისი უფლებამოსილების (გარდა მიკრობანკის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული ძირითადი უფლებამოსილებისა) სხვისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ დელეგირება. |