FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ

article  14

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგია და ყოველწლიური სამოქმედო გეგმა.
1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვის, ფუნქციონირებისა და განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიას, რომელიც ოთხწლიანია, და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას.
2. ყოველწლიური სამოქმედო გეგმით უნდა განისაზღვროს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებისთვის აუცილებელი საქმიანობის მიმართულებები, აგრეთვე მათ შესასრულებლად საჭირო რესურსები და მათი წყაროები.
3. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიასა და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას კოორდინატორის წარდგინებით საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საკოორდინაციო საბჭო.
4. კოორდინატორი ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიისა და ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას.