Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 13 საპენსიო კომპანიის მართვა და ხელმძღვანელობა. 1. საპენსიო კომპანიის მართვის ორგანოებია: საერთო კრება, სამეთვალყურეო საბჭო და ხელმძღვანელი ორგანო. 2. საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრები ამ კანონის მიზნებისთვის არიან ფიდუციური ვალდებულების მქონე პირები საპენსიო სქემების მონაწილეების მიმართ და ვალდებული არიან დაიცვან და შეასრულონ ამ კანონით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა და ვალდებულება. 3. საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს ყველა წევრი უნდა აკმაყოფილებდეს სამსახურის მიერ დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს. 4. გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფუნქცია-მოვალეობებისა, საპენსიო კომპანიის წესდებით უნდა განისაზღვროს საპენსიო კომპანიის მართვის ორგანოებს (სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელ ორგანოს) შორის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება. ეს წესდება სულ მცირე უნდა შეიცავდეს შემდეგ ფუნქცია-მოვალეობებს: ა) საბანკო ანგარიშის გახსნას კომერციულ ბანკში, მათ შორის, საპენსიო შენატანების განსახორციელებლად; ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის (დეპოზიტარების) და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) ან/და მზღვეველის (მზღვეველების) შერჩევას; |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 13 გ) ხელშეკრულებების შეთანხმებასა და გაფორმებას აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან) ან/და მზღვეველთან (მზღვეველებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საინვესტიციო ან ადმინისტრაციული საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან; დ) ხელშეკრულებების შეთანხმებასა და გაფორმებას საბუღალტრო, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო კომპანიისთვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირებთან; ე) აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან) ან/და მზღვეველისგან (მზღვეველებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან (დეპოზიტარებისგან) და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან საპენსიო კომპანიის სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის, მათ შორის, საპენსიო კომპანიის მფლობელობაში არსებული აქციების/წილების შესაბამისად განხორციელებული ხმის უფლების თაობაზე ინფორმაციის, მოთხოვნას, მიღებას და განხილვას; ვ) საინვესტიციო პოლიტიკისა და რისკის მართვის პოლიტიკის დოკუმენტების მიღებას და დამტკიცებას საპენსიო კომპანიის მიერ რეგისტრირებული თითოეული საპენსიო სქემისთვის; |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 13 ზ) აქტივების მმართველ კომპანიასთან, მზღვეველთან, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და სხვა საპენსიო მომსახურების გამწევ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების შეწყვეტას და მათი ჩანაცვლების უზრუნველყოფას; თ) პირადი საპენსიო ანგარიშის შექმნისა და ფუნქციონირების მექანიზმების შემუშავებას და დანერგვას; ი) საპენსიო კომპანიის საქმიანობისთვის აუცილებელი დაზღვევის და უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენისა და განკარგვის ხელშეკრულებების, მათ შორის, იჯარის, ქირავნობის ხელშეკრულებების, შეთანხმებას და გაფორმებას; კ) საპენსიო კომპანიის ხელმძღვანელი ორგანოს სტრუქტურის ჩამოყალიბებას, საპენსიო კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრას, საპენსიო კომპანიის თანამშრომლების დაქირავებას და კონკურენტუნარიანი საკომპენსაციო სტრუქტურის ჩამოყალიბებას; ლ) საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული აქტივების მართვის გონივრული გადასახდელების, მათ შორის, საპენსიო აქტივების გადაცემის საფასურის, საპენსიო აქტივების მართვის საფასურის და საპენსიო აქტივების მართვის შედეგების საფასურის, განსაზღვრას; მ) საპენსიო სქემის წესების განსაზღვრას და დამტკიცებას; ნ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას. |