FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  39

იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი.
1. თუ შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულების გარიგების ფასის მეთოდით განსაზღვრა შეუძლებელია, საქონლის საბაჟო ღირებულებად მიიჩნევა იმ შემოტანილი იდენტური საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც საქართველოში საექსპორტოდ გაიყიდა და ექსპორტირებულ იქნა იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც შესაფასებელი საქონლის ექსპორტი განხორციელდა.
2. ამ მუხლის მიზნისთვის იდენტური საქონლის იმავე ან თითქმის იმავე დროს ექსპორტირება ნიშნავს, რომ იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის განსხვავება 30 დღეს არ აღემატება (შესაფასებელი საქონლის ექსპორტი განხორციელდა იდენტური საქონლის ექსპორტამდე 30 დღით ადრე ან მისი ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).
3. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნისთვის საქონელი იდენტურ საქონლად მიიჩნევა, თუ ეს საქონელი და შესაფასებელი საქონელი, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხის, რეპუტაციისა და წარმოშობის ქვეყნის მიხედვით, ერთნაირია. საქონელი იდენტურ საქონლად მიიჩნევა იმის მიუხედავად, რომ ამ საქონელსა და შესაფასებელ საქონელს შორის უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებებია, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება ზემოაღნიშნულ განსაზღვრებას.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  39

4. იდენტურ საქონლად არ მიიჩნევა ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები საქართველოშია დამზადებული.
5. ამ მუხლის გამოყენებისას სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი გაითვალისწინება, თუ არ მოიპოვება მონაცემები იმავე პირის (მწარმოებლის) მიერ წარმოებული იდენტური საქონლის გარიგების ფასის შესახებ.
6. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია:
    ა) საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იმ შემოტანილი იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში საექსპორტოდ გაიყიდა იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, რომლებზედაც გაიყიდა შესაფასებელი საქონელი (იგულისხმება სასაქონლო პარტიის მოცულობა და ფასი);
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  39

ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის არარსებობისას – საბაჟო ორგანოს მიერ რეგისტრირებული, შემოტანილი იდენტური საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით, თუ აღნიშნული საქონლის საბაჟო ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით განპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც ადასტურებს კორექტირების მიზანშეწონილობასა და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, ზრდის თუ ამცირებს კორექტირება საქონლის საბაჟო ღირებულებას.
7. ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია შესაფასებელი საქონლისა და შემოტანილი იდენტური საქონლის გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალებების და გადაზიდვის მანძილების განსხვავებით, ხორციელდება საქონლის საბაჟო ღირებულების კორექტირება.
8. ამ მუხლის მიზნისთვის შემოტანილი იდენტური საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების შესაბამისად, განისაზღვრება მხოლოდ გარიგების ფასის მეთოდით.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  39

9. თუ გამოვლინდა შემოტანილი იდენტური საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისთვის გამოიყენება უმცირესი ფასი.