Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საჯარო შესყიდვების შესახებ article 76 შესყიდვის ობიექტის მიწოდების უზრუნველყოფა. 1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის ობიექტის მიწოდების უზრუნველსაყოფად შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს შესაბამის მოთხოვნებს. მათ შორისაა: ა) იმ სერტიფიკატებისა და დოკუმენტების წარდგენა (მათ შორის, ეკონომიკური ოპერატორის ადგილსამყოფელი ქვეყნიდან), რომლებიც შემსყიდველ ორგანიზაციას დაარწმუნებს, რომ ეკონომიკურ ოპერატორს შეუძლია შეასრულოს შესყიდვის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საქონლის ექსპორტთან, გადაზიდვასა და ტრანზიტთან დაკავშირებული ვალდებულებები; ბ) მითითება შემსყიდველი ორგანიზაციისთვის დაწესებულ ნებისმიერ შეზღუდვაზე, რომელიც ეხება საქონლის ან მომსახურების ან მისი მიწოდების შედეგის გამჟღავნებას, გადაცემას ან გამოყენებას და რომელიც შეიძლება საექსპორტო კონტროლიდან ან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობდეს; გ) იმ სერტიფიკატებისა და დოკუმენტების წარდგენა, რომლებითაც დადასტურდება ეკონომიკური ოპერატორის მიწოდების ჯაჭვის ისეთი ორგანიზებულობა, რომ დაკმაყოფილდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების უზრუნველსაყოფად შესყიდვის პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, აგრეთვე ვალდებულების აღება, რომ ამ ჯაჭვში ცვლილების შეტანა აღნიშნული მოთხოვნების შესრულებაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს; |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 76 დ) ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულება, კრიზისულ სიტუაციაში გამონახოს საშუალება შეთანხმებული პირობების შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაციის დამატებითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად; ე) ეკონომიკური ოპერატორის ადგილსამყოფელი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოებისგან კრიზისულ სიტუაციაში ეკონომიკური ოპერატორის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციის დამატებითი საჭიროებების დაკმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მიღება; ვ) ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულება, განახორციელოს შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მომარაგება, მოდერნიზაცია და ცვლილება; ზ) ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულება, შემსყიდველ ორგანიზაციას გონივრულ ვადაში აცნობოს თავისი ორგანიზაციული მოწყობის, მიწოდების ჯაჭვის ან ინდუსტრიული სტრატეგიის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელმაც შესაძლებელია ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე გავლენა მოახდინოს; თ) ეკონომიკური ოპერატორის ვალდებულება, შეთანხმებული პირობების შესაბამისად შემსყიდველ ორგანიზაციას მიაწოდოს საქონლის სათადარიგო ნაწილების, კომპონენტებისა და გამოსაცდელი აღჭურვილობის საწარმოებლად აუცილებელი ყველა საშუალება (მათ შორის, ტექნიკური ნახაზები, ლიცენზიები და გამოყენების ინსტრუქციები), თუ ამ საქონლის მიწოდება შესაძლებელი აღარ არის. |
საჯარო შესყიდვების შესახებ article 76 2. ამ მუხლის მიზნებისთვის კრიზისულ სიტუაციად მიიჩნევა შეიარაღებული კონფლიქტი ან/და ომი, აგრეთვე მდგომარეობა, როდესაც ქვეყანაში ხდება ისეთი საზიანო მოვლენა, რომლის მოცულობაც აშკარად აჭარბებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მომხდარი საზიანო მოვლენის მოცულობას და რომელიც არსებით საფრთხეს უქმნის ან ზღუდავს ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან არსებით გავლენას ახდენს უძრავი ან მოძრავი ქონების ღირებულებაზე, ან მოითხოვს მოსახლეობის პირველადი საჭიროების საგნებით მომარაგებას. კრიზისული სიტუაცია წარმოშობილად ჩაითვლება აგრეთვე, როდესაც აღნიშნული საზიანო მოვლენის დადგომა გარდაუვალად მიიჩნევა. |