FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

article  181

1. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით შემდეგ სახელფასო კოეფიციენტზე:
    ა) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა – 10.00-ზე;
    ბ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილისა,  საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნისა – 9.00-ზე;
    გ) საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლისა, რომელსაც არ უკავია ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანამდებობა, – 8.50-ზე.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შრომის ანაზღაურების ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.
3. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისთვის შრომის ანაზღაურების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის მიეცემა წარმომადგენლობითი თანხები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

article  181

5. საზღვარგარეთ მივლინებისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დღიური ნორმის დანამატის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი სახელმწიფო ხელისუფლების შტოების ანალოგიურ თანამდებობის პირთა რანგირების მიხედვით.