Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პენიტენციური კოდექსი article 78 სამარტოო საკანში მოთავსება. 1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. 2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე პაემანი, ხანგრძლივი პაემანი, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე ეზღუდება შრომითი საქმიანობისა და ინდივიდუალური საქმიანობის უფლებები. მას შეუძლია ისარგებლოს გასეირნების უფლებით − ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა. 3. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სასწავლო მასალის ხელმისაწვდომობა და სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება, თუ ეს ხელს არ უშლის დისციპლინური სახდელის აღსრულებას. 4. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პროკურატურისა და სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად. 5. ბრალდებული/მსჯავრდებული მისი უსაფრთხოების დასაცავად სამარტოო საკანში მოთავსების შემთხვევაში სარგებლობს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით. 6. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა. |
პენიტენციური კოდექსი article 78 7. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული სენსორული იზოლაციის პირობებში მოთავსება. 8. პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსების შესახებ. სამედიცინო პერსონალი სამარტოო საკანში მყოფი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ყოველდღიურ, განსაკუთრებულ მეთვალყურეობას უნდა ახორციელებდეს. აუცილებლობის შემთხვევაში მისი სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს პენიტენციური დაწესებულების ექიმის დასკვნის საფუძველზე. |