FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  106

რკინიგზის ტრანსპორტზე მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა. რკინიგზის ლიანდაგებზე ისეთი საგნების დაწყობა, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ მატარებელთა მოძრაობის დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. რკინიგზის ლიანდაგის, დამცავი ტყის ნარგავების, თოვლსაფარის და სხვა საგზაო ობიექტების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ნაგებობათა და მოწყობილობათა დაზიანება, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოთხიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე. რკინიგზის ლიანდაგებზე საჭაპანო ტრანსპორტით გავლისა და პირუტყვის გადარეკვის, ლიანდაგების მახლობლად პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, – გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე. დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს დადგენილი გაბარიტების დაუცველობა, – გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე. რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა ნებადაურთველ ადგილებში, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე.