FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  1596

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების წესების დარღვევა.
1. სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის საშუალებით ან „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესყიდვის სხვა საშუალებებით განხორციელებისას განცხადების ან სატენდერო დოკუმენტაციის არასწორად შედგენა, – გამოიწვევს სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
2. სატენდერო კომისიის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების, საკვალიფიკაციო შერჩევისა და პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების არასათანადოდ (ტენდენციურად) შეფასება, – გამოიწვევს სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.
3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების წესების დარღვევა, – გამოიწვევს შემსყიდველი ორგანიზაციის პასუხისმგებელი პირის (სახელმწიფო შესყიდვის სატენდერო კომისიის მიერ განხორციელებისას – სატენდერო კომისიის შესაბამისი წევრის) დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.