Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ article 25 გარდამავალი დებულებები. 1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, სპეციალური დანიშნულების რაზმი და შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი და ჩამოყალიბდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი გამომძიებლის, გამომძიებლისა და ინსპექტორ-გამომძიებლის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებული საქმეები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად რეორგანიზაციის შემდეგ გადაეცეს, როგორც უფლებამონაცვლეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაბამის უფროს გამომძიებლებს, გამომძიებლებსა და ინსპექტორ-გამომძიებლებს. |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ article 25 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ქვედანაყოფების მოსამსახურეები, მიუხედავად იმისა, ფორმალურად მოხდა თუ არა მათი გადაყვანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ექვემდებარებიან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობას. მითითებული მოსამსახურეები განთავისუფლებამდე ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დანიშვნამდე ახორციელებენ ამ კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. 4. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2009 წლის 1 დეკემბრამდე დაამტკიცოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის განაკვეთების, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობა. 5. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2009 წლის 1 დეკემბრამდე გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის შესახებ; |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ article 25 გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ. 6. 2009 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებამდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ისინი ამ კანონის დებულებებს. 8. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დაფინანსებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. |