FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 9

საგზაო მოძრაობის შესახებ

article  34

გ) მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა;
    დ) იმ ზოლზე გასვლის შემთხვევის გარდა, რომელზედაც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია, მას შეუძლია კვლავ დაიკავოს ამ კანონის 31-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებში მითითებული ადგილი, ისე, რომ არ შეუქმნას საფრთხე გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებას;
    ე) გასწრების დამთავრების შემდეგ გასასწრები სატრანსპორტო საშუალე­ბისათვის დაბრკოლების შეუქმნელად შეძლებს ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებას, თუ აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებს ეს კანონი.
4. აკრძალულია გასწრება შეზღუდული ხილვადობის პირობებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ადგილებში არსებობს შესაბამისი გრძივი მონიშვნა და გასწრება ხდება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლებზე გაუსვლელად.
5. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასწრების მომენტში მძღოლმა გასასწრებ სატრანსპორტო საშუალებას/საშუალებებს უნდა დაუტოვოს საკმარისი გვერდითი სივრცე.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  34

6. თუ გზაზე, რომელზედაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სულ მცირე ორი ზოლია, სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც გასწრების დამთავრების შემდეგ ამ კანონის 31-ე მუხლის მე-10−მე-12 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა შესასრულებლად ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლზე დაბრუნებისთანავე ან დაბრუნებიდან მოკლე დროში მოუწევს ახალი გასწრების დაწყება, ამ მანევრის შესასრულებლად შეუძლია დარჩეს პირველი გასწრების დროს დაკავებულ მოძრაობის ზოლზე, თუ წინასწარ დარწმუნდება, რომ ეს არ შეუქმნის დაბრკოლებას მის უკან მეტი სიჩქარით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოძრაობის ინტენსივობა ისეთია, რომ სატრანსპორტო საშუალებებს არათუ თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სავალი ნაწილის მთელი სიგანე უკავიათ, არამედ ისეთი სიჩქარით მოძრაობენ, რომელიც დამოკიდებულია მოცემულ რიგში მათ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე:
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  34

ა) ის ფაქტი, რომ ერთი მოძრაობის ზოლის სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობს მეტი სიჩქარით, ვიდრე სხვა მოძრაობის ზოლის სატრანსპორტო საშუალებები, არ განიხილება, როგორც ამ მუხლით გათვალისწინებული გასწრება, თუმცა აღნიშნული ფაქტი არ ათავისუფლებს მძღოლს ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისაგან;
    ბ) იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც არ იმყოფება სავალი ნაწილის მარჯვენა კიდის უახლოეს მოძრაობის ზოლზე, შეუძლია გამოვიდეს რიგიდან მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის ან სადგომზე გასვლის მიზნით.
8. თუ სავალი ნაწილი მოძრაობის ზოლებად დაყოფილია საგზაო მონიშვნის ხაზებით, ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით რიგებში მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს მონიშნულ მოძრაობის ზოლებზე. საგზაო მონიშვნის (წყვეტილი ხაზების) გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ დაბრკოლების შემოვლის, გასწრების, მარცხნივ ან მარჯვნივ მოხვევის, გაჩერების ან მობრუნების მანევრის შესრულებისას.
9. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით გასწრება აკრძალულია:
    ა) წრიულმოძრაობიანი გზაჯვარედინისაგან განსხვავებულ გზაჯვარედინზე ან უშუალოდ ამ გზაჯვარედინის წინ, გარდა: ა.ა) ამ კანონით გათვალისწინებული მარჯვნიდან ნებადართული გასწრების შემთხვევისა;
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  34

13. ამ კანონის 31-ე მუხლით (გარდა მე-5 პუნქტისა) დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, დასახლებულ პუნქტში გზაზე, სადაც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არანაკლებ ორი მოძრაობის ზოლია და ისინი აღნიშნულია გრძივი მონიშვნით, მძღოლს შეუძლია ისარგებლოს მისთვის უფრო მოსახერხებელი მოძრაობის ზოლით (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა). სხვა მოძრაობის ზოლზე ის უნდა გადავიდეს მხოლოდ მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის, გასწრების, გაჩერების ან დგომის მანევრის შესრულების მარეგულირებელი წესების შესაბამისად.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლებში სატრანსპორტო საშუალების უფრო სწრაფი მოძრაობა, ვიდრე სავალი ნაწილის კიდესთან ახლოს მდებარე ზოლებში მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისა, არ ითვლება გასწრებად ამ მუხლის შინაარსით, თუმცა მასზე ვრცელდება ამავე მუხლის მე-11 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები.
15. ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება ავტომაგისტრალზე, მასთან გათანაბრებული საავტომობილო მოძრაობისათვის განკუთვნილ და 5.3 საგზაო ნიშნით მონიშნულ იმ გზაზე, რომელიც მიმდებარე ტერიტორიებს არ ემსახურება, აგრეთვე ნებისმიერ გზაზე, რომელზედაც მოძრაობის ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ-ს აღემატება.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  34

16. გასასწრები სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძა­ლება, ხელი შეუშალოს გასწრებას მოძრაობის სიჩქარის მომატებით ან სხვა მოქმედებით.
17. თუ გასწრებისას აღმოჩნდა დაბრკოლება ან საფრთხე, რომლის გათვალისწინება მძღოლს არ შეეძლო გასწრების დაწყებამდე, ან თუ მან ვერ შეძლო სიტუაციის სწორი შეფასება, მძღოლი ვალდებულია შეწყვიტოს გასწრება. თუ მძღოლმა გასწრება შეწყვიტა და ადრე დაკავებულ მოძრაობის ზოლში დაბრუნებას აპირებს, მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მას უნდა მისცენ ამის შესაძლებლობა.
18. გზაზე ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით გაჩერებული ოპერატიული ან ჩართული ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით გაჩერებული სპეციალური ან საგზაო-საექსპლუატაციო სამსახურის სატრანსპორტო საშუალების, ნელა მოძრავი ტექნიკური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების ან კომუნალური სამსახურის საგზაო სამუშაოების შემსრულებლის გასწრება, შემოვლა ან მისთვის გვერდის აქცევა, სავალ ნაწილზე მისი განლაგების, სიტუაციისა და საფრთხის გათვალისწინებით, ნებადართულია როგორც მარჯვნიდან, ისე მარცხნიდან, მიუხედავად აღნიშნულ გზის მონაკვეთზე არსებული საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნის მოთხოვნებისა.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  34

19. დაუსახლებელ პუნქტში, თანმხვედრი მიმართულებით მხოლოდ ერთი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, რომელიც მოძრაობს მოცემულ გზის მონაკვეთზე ნებადართულ მაქსიმალურ სიჩქარეზე დაბალი სიჩქარით, და მძღოლმა, რომლის სატრანსპორტო საშუალების ან სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობის გაბარიტული სიგრძე აღემატება 7 მეტრს, გასწრების გასაადვილებლად, გასწრების დაწყების ან განხორციელების მომენტის გარდა, თავის სატრანსპორტო საშუალებასა და წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის უნდა დაიცვან ისეთი დისტანცია, რომ მათ გამსწრებ სხვა სატრანსპორტო საშუალებას სრული უსაფრთხოების დაცვით შეეძლოს, დაიკავოს განსაზღვრული ადგილი რიგში, გადასწრებული სატრანსპორტო საშუალების წინ. ეს წესი არ გამოიყენება ინტენსიური მოძრაობისა და გასწრების აკრძალვის შემთხვევებში.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  34

გასწრება და რიგებში მოძრაობა.
1. გასწრება უნდა განხორციელდეს მარცხენა მხრიდან. მარჯვენა მხრიდან გასწრება ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ მძღოლმა, რომელსაც უსწრებენ, მისცა სიგნალი, რომ მარცხნივ მოხვევას აპირებს, და თავისი სატრანსპორტო საშუალება ისე მიმართა, რომ შეუხვიოს სხვა გზაზე ან შევიდეს გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ან გაჩერდეს ამ მხარეს.
2. საკმარისი ადგილის არსებობისას ველოსიპედის მძღოლს უფლება აქვს, გაჩერებულ ან დაბალი სიჩქარით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს მარჯვენა მხრიდან შემოუაროს.
3. გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ:
    ა) მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია;
    ბ) მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრე­ბას ან დაბრკოლების შემოვლას;
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  34

ა.ბ) იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება გზაზე, რომელზე მოძრაობის დროსაც მძღოლს ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესი მოძრაობის უფლება; ა.გ) იმ შემთხვევისა, როდესაც გასწრება ხორციელდება რეგულირებულ გზაჯვარედინზე საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გაუსვლელად;
    ბ) რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ ადგილებში მოძრაობა რეგულირდება ისეთი ტიპის შუქნიშნით, რომელიც გზაჯვარედინებზე გამოიყენება;
    გ) იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც ახორციელებს გასწრე­ბას ან შემოვლას;
    დ) გასწრების ამკრძალავი ნიშნით ან მონიშვნით განსაზღვრულ ადგილზე;
    ე) შეზღუდული ხილვადობის პირობებში საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით;
    ვ) ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარემოების არსებობისას.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აკრძალვები არ ვრცელდება ორთვლიანი ველოსიპედის, ორთვლიანი მოპედისა და ორთვლიანი უეტლო მოტოციკლის გასწრების შემთხვევებზე.
საგზაო მოძრაობის შესახებ

article  34

11. სატრანსპორტო საშუალებას შეუძლია იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც უახლოვდება ქვეითთა გადასასვლელს ან რომელიც შეჩერდა უშუალოდ ამ გადასასვლელის წინ, გაუსწროს მხოლოდ საკმარისად შემცირებული სიჩქარით, რათა უზრუნველყოს დროული გაჩერება გადასასვლელზე ქვეითის აღმოჩენის შემთხვევაში. აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე გასწრება, თუ მასზე ქვეითი მოძრაობს.
12. მძღოლი, რომელიც დარწმუნდება, რომ მის უკან მომავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი გასწრებას აპირებს, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შეძლებისდაგვარად უნდა მიუახლოვდეს გზის სავალი ნაწილის მარჯვენა კიდეს და არ უნდა გაზარდოს სიჩქარე. თუ გზის არასაკმარისი სიგანე, პროფილი ან სავალი ნაწილის მდგომარეობა, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით, არ იძლევა ნელმავალი ან დიდგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალების ადვილად და უსაფრთხოდ გასწრების საშუალებას, ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა შეანელოს მოძრაობა და აუცილებლობის შემთხვევაში პირველივე შესაძლებლობისას დაუთმოს გზა მის უკან მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს.