Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
აივ ინფექცია/შიდსის შესახებ article 5 სახელმწიფო პოლიტიკა აივ ინფექცია/შიდსის სფეროში. აივ ინფექცია/ შიდსის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია: ა) აივ ინფექცია/შიდსის პრევენციისა და მკურნალობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ბ) სამედიცინო მომსახურებაზე აივ ინფიცირებულთა/ შიდსით დაავადებულთა უფლების დაცვა; გ) ფიზიკურ პირთა ინფორმირება აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი ტესტირების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ გამონაკლისების თაობაზე, როცა სავალდებულო ტესტირება კანონმდებლობითაა დაშვებული; დ) ფიზიკურ პირთა ინფორმირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან/ და ინდივიდუალურად, მოთხოვნისამებრ, აივ ინფექცია/ შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ ხელშეწყობისა და მოვლის, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული დახმარების ფორმებისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ; ე) აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირებისა და ტესტირების სერვისების, აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ ხელშეწყობისა და მოვლის უნივერსალური ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა; |
აივ ინფექცია/შიდსის შესახებ article 5 ვ) ფიზიკურ პირთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვა და მათი დისკრიმინაციის თავიდან აცილება აივ ინფექცია/ შიდსთან მიმართებით; ზ) აივ ინფექცია/ შიდსის სფეროში საყოველთაოდ აღიარებული პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დამკვიდრება; თ) აივ ინფექცია/ შიდსის საპასუხო ღონისძიებების ერთიანი მონიტორინგისა და შეფასების სისტემის ჩამოყალიბება და დანერგვა, აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ეროვნული სისტემის გაძლიერება/ ხელშეწყობა, სამედიცინო დახმარებისა და სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი აივ ინფექცია/შიდსთან მიმართებით; ი) მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა აივ ინფექცია/ შიდსის სფეროში უნივერსალური უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვის ზედამხედველობის მეშვეობით; კ) პენიტენციურ დაწესებულებაში აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა მხარდაჭერის/ხელშეწყობის და მოვლის, აგრეთვე ზიანის შემცირების ხელშეწყობა; |
აივ ინფექცია/შიდსის შესახებ article 5 ლ) დედიდან ნაყოფზე/ახალშობილზე აივ ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების უზრუნველყოფა, აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირების სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ორსულთათვის, ორსულთა ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება მათი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, კონფიდენციალურობის დაცვით; მ) აივ ინფექციაზე ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის ღონისძიებების დანერგვა. |