FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საექიმო საქმიანობის შესახებ

article  100

უმცროსი ექიმის მიერ 2015 წლის 1 ოქტომბრამდე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მიღება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
1. უმცროს ექიმს 2015 წლის 1 ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ:
    ა) მას ჩაბარებული აქვს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მოპოვებული აქვს საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა;
    ბ) იგი ამ კანონით დადგენილი წესით დაადასტურებს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მუშაობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ზედამხედველობით;
    გ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მის მიერ შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
11. უმცროს ექიმს, რომელსაც ამ მუხლის შესაბამისად, 2015 წლის 1 ოქტომბრამდე დაწყებული აქვს რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) მიღება, საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ მას დასრულებული აქვს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საექიმო საქმიანობის შესახებ

article  100

2. უმცროსი ექიმის მიერ სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად აუცილებელია, რომ შესაბამის საექიმო სპეციალობაში მისი მუშაობის ხანგრძლივობა არ იყოს ამ სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები.
3. უმცროსი ექიმის სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესს შეიმუშავებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
4. პირს, რომელიც უმცროს ექიმად დაინიშნა 2005 წლის 1 სექტემბრამდე და რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს სარეზიდენტო პროგრამის ნაწილი (ნაწილები), სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლება მიეცეს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისა და საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის მოპოვების შემდეგ, ხოლო სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხის გადაწყვეტისას ამ პირის მიერ 2005 წლის 1 სექტემბრამდე შესრულებული სამუშაო და მუშაობის ხანგრძლივობა ჩაითვალოს სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელ ნაწილად.
საექიმო საქმიანობის შესახებ

article  100

უმცროსი ექიმის მიერ 2026 წლის 1 ოქტომბრამდე დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მიღება სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ.
1. უმცროს ექიმს 2026 წლის 1 ოქტომბრამდე პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება, დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში ჩააბაროს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა და მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება, თუ:
    ა)  იგი ამ კანონით დადგენილი წესით დაადასტურებს, რომ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მუშაობდა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მითითებითა და პასუხისმგებლობით;
    ბ) მის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში შესრულებული სამუშაო შეესაბამება ამ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. უმცროსი ექიმის მიერ დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლის უფლების მისაღებად აუცილებელია, რომ ამ საექიმო სპეციალობით მისი მუშაობის ხანგრძლივობა აღნიშნულ საექიმო სპეციალობაში რეზიდენტურის კურსის ხანგრძლივობაზე ნაკლები არ იყოს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირის (უმცროსი ექიმის) დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წესსა და პირობებს, აგრეთვე დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.