Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ article 62 ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევა: ა) 1 წლის განმავლობაში იმავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა, რომლის გამოც დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს/მესამე პირს უკვე დაედო ადმინისტრაციული სახდელი; ბ) დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემთა დამუშავება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით ან ასეთი საფრთხის შექმნა; გ) არასრულწლოვანის მონაცემების დამუშავება ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევით; დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა ანგარებით; ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა დისკრიმინაციული მოტივით. |