Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ article 4 ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება. 1. ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, საკუთარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება შესთავაზოს ავტორიზებულ პირს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განსათავსებლად. 2. ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, საკუთარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება სხვა ავტორიზებულ პირს შესთავაზოს. 3. ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების განსათავსებლად საკუთარ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების თაობაზე ავტორიზებული პირის გონივრული წერილობითი მოთხოვნა დააკმაყოფილოს არადისკრიმინაციული, სამართლიანი და გონივრული პირობებითა და ფასით. ამ მოთხოვნაში დაკონკრეტებული უნდა იყოს შესაბამისი პროექტის ელემენტები, მათ შორის, ის ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რომელზედაც მოთხოვნილია დაშვება, აგრეთვე დაშვების პირობები, ვადა და ფასი, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. 4. ავტორიზებული პირი ვალდებულია სხვა ინფრასტრუქტურის ოპერატორს გადაუხადოს სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ან/და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გამოყენების საფასური. 5. ავტორიზებული პირის ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებსა და პირობებს ადგენს კომისია. |
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ article 4 6. ავტორიზებული პირის სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესებსა და პირობებს ადგენს კომისია შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოსთან ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან წერილობითი კონსულტაციის საფუძველზე. 7. ინფრასტრუქტურის ოპერატორს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებაზე დასაბუთებული უარი განაცხადოს მხოლოდ შემდეგი ობიექტური, გამჭვირვალე და პროპორციული კრიტერიუმების საფუძველზე: ა) იმ ფიზიკური ინფრასტრუქტურის ტექნიკურ პარამეტრებთან (სტანდარტებთან) შეუსაბამობა, რომელზედაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ნებისმიერი ელემენტის განსათავსებლად დაშვებაა მოთხოვნილი; ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ნებისმიერი ელემენტის განსათავსებლად საჭირო სივრცის უკმარისობა, მათ შორის, ამ სივრცის ინფრასტრუქტურის ოპერატორის საჭიროებებისთვის გამოყენების აუცილებლობა, რაც დასაბუთებული უნდა იყოს; გ) საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მავნე ზეგავლენისგან ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა; დ) ნებისმიერი ქსელის მთლიანობა და უსაფრთხოება; ე) იმის რისკი, რომ დაგეგმილი ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდება მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს აღნიშნულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე სხვა მომსახურებების მიწოდებას; |
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ article 4 ვ) საბითუმო ფიზიკური ქსელის ინფრასტრუქტურასთან დაშვების რეალური ალტერნატიული საშუალებების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფილია ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების უზრუნველსაყოფად, იმ პირობით, რომ დაშვება შეთავაზებული იქნება სამართლიანი და გონივრული პირობებით. 8. ინფრასტრუქტურის ოპერატორი ვალდებულია ავტორიზებულ პირთან დადოს ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლების მინიჭების შესახებ წერილობითი ხელშეკრულება ან წერილობით შეატყობინოს მას აღნიშნულ დაშვებაზე უარის თქმის მიზეზი ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი წერილობითი მოთხოვნის მიღების დღიდან 2 თვის ვადაში. 9. ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების უფლების მინიჭების შესახებ წერილობითი ხელშეკრულებით განისაზღვრება კონკრეტულ ელექტრონულ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან ან/და შესაბამისი მიზნით არსებულ ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების წესები და პირობები. 10. ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში ან კონკრეტულ პირობებსა და დებულებებზე, მათ შორის, დაშვების ფასზე, შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ, დავის გადაწყვეტის მოთხოვნით კომისიას მიმართონ. |
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ article 4 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული მხარეებისთვის (პირებისთვის) დაშვების ფასის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ინფრასტრუქტურის ოპერატორის მიერ გაწეული ხარჯები, შესაძლო გავლენა ბიზნესზე და განხორციელებული ინვესტიციის გონივრული უკუგება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაშვების ფასის დადგენისას კომისია ხელმძღვანელობს იმ მეთოდოლოგიით, რომელსაც იგი შესაბამისი დარგის მარეგულირებელ ორგანოსთან ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოსთან წერილობითი კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავებს. 13. კომისია ვალდებულია ამ კანონის შესაბამისად, თანასწორობის პრინციპის დაცვით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ სათანადო მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება სადავო საკითხზე. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში. 14. ამ მუხლით დადგენილმა მოთხოვნებმა არ უნდა შელახოს ფიზიკური ინფრასტრუქტურის მესაკუთრის ან მესამე პირის საკუთრების უფლება. |