Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 16 ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ლიცენზიის მაძიებელმა სამსახურს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია: ა) ლიცენზიის მაძიებლის სადამფუძნებლო დოკუმენტები, მათ შორის, წესდება, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით; ბ) ლიცენზიის მაძიებლის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერების/პარტნიორების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ინფორმაცია; გ) ლიცენზიის მაძიებლის მართვის ორგანოების წევრების საიდენტიფიკაციო დოკუმენტები, აგრეთვე ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ისინი აკმაყოფილებენ სამსახურის მიერ დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს საპენსიო კომპანიის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვის საჭიროების გათვალისწინებით; დ) ლიცენზიის მაძიებლის ხელმძღვანელი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას; |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 16 ე) იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების სია, რომლებსაც აქვთ მჭიდრო კავშირი, რომლებიც აკონტროლებენ ან კონტროლდებიან ლიცენზიის მაძიებლის დამფუძნებლის (დამფუძნებლების), ლიცენზიის მაძიებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ან/და ლიცენზიის მაძიებლის ხელმძღვანელი ორგანოს წევრების მიერ; ვ) ლიცენზიის მაძიებელსა და აქტივების მმართველ კომპანიას ან მზღვეველს შორის დასადები ხელშეკრულების ნიმუში/პროექტი, აგრეთვე დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს აქტივების მმართველი კომპანიის უფლებას, განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა; ზ) ლიცენზიის მაძიებლის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი იურიდიული პირის − აქციონერის/პარტნიორის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ან ნახევარი წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ლიცენზიის შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული. თუ ამ იურიდიული პირის დაფუძნებიდან გასული არ არის 6 თვე, იგი სამსახურს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსს წარუდგენს; |
ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ article 16 თ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელ კომპანიას აქვს საკმარისი ოდენობის საკუთარი კაპიტალი მომდევნო 2 წლის განმავლობაში საოპერაციო, ადმინისტრაციული და საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო სხვა ხარჯების დასაფინანსებლად. საკუთარი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრის მინიმალურ მოთხოვნებსა და წესს ადგენს სამსახური; ი) საქართველოში ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების (დაწესებულებების) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი დამფუძნებლების მიერ მინიმალური კაპიტალის ფულადი ფორმით სრულად შევსებისა და ამ ფულადი თანხის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების შესახებ, რომლის მინიმალურ ოდენობას ნორმატიული აქტის საფუძველზე ადგენს სამსახური; კ) საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო 2 წლის საოპერაციო გეგმა, სამსახურის მიერ დადგენილი ძირითადი მონაცემებისა და ფორმის შესაბამისად; ლ) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. |