Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
თავდაცვის კოდექსი article 99 სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევა. 1. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი გაიწვევა: ა) საომარი მდგომარეობის, საგანგებო მდგომარეობის, საგანგებო სიტუაციის დროს; ბ) სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და რეზერვისტების მომზადების მიზნით. 2. სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირები გაიწვევიან: ა) სამინისტროს მიერ განსაზღვრული რაოდენობით, მისი მოთხოვნის შესაბამისად; ბ) სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას სამინისტროს მიმართვის საფუძველზე იღებს და მისი გაწვევის ვადას განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. 4. სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და მომზადების მიზნით: ა) მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გაწვევის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს, ხოლო 10 წლის განმავლობაში − 120 დღეს; ბ) ზოგად სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის (გარდა წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირისა) გაწვევის ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 15 დღეს. |
თავდაცვის კოდექსი article 99 5. თავდაცვის სფეროში მოხალისის სტატუსის მქონე პირი, რომელიც ირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში, არ ექვემდებარება სამობილიზაციო მზადყოფნის შემოწმების ან/და რეზერვისტების მომზადების მიზნით გაწვევას. 6. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის ადგილი განისაზღვრება თავდაცვის ძალების მიერ შემუშავებული გეგმით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 7. სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი სუბიექტი უფლებამოსილია უზრუნველყოს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხული პირის შემკრები პუნქტიდან მიმღებ პუნქტში გადაყვანა. 8. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს უფლება აქვს, მისი სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 9. პირის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის მისთვის ამ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობისთანავე. |
თავდაცვის კოდექსი article 99 10. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისთვის მისი სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობა ხდება ამ ნაწილით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით და დადგენილი თანამიმდევრობით: ა) გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისთვის გადაწყვეტილების (მათ შორის, ზეპირი გადაწყვეტილების) გაცნობა/გამოცხადება; ბ) გადაწყვეტილების სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისთვის ჩაბარება მისი რეგისტრაციის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მისამართზე, რაც დასტურდება ამ პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე − გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; გ) გადაწყვეტილების სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისთვის ჩაბარება ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; დ) გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნება ამ მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი წესით. |
თავდაცვის კოდექსი article 99 11. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული პირის სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება საჯაროდ ქვეყნდება ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისთვის მისი ამ მუხლის მე-10 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩაუბარებლობიდან არაუგვიანეს მე-2 კალენდარული დღისა. ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-2 კალენდარულ დღეს. 12. ამ მუხლის მე-10 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზეპირი გადაწყვეტილება წერილობით გამოიცემა მისი მიღების დღესვე. |