Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი article 5 ტერმინთა განმარტება. ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) წუნდებული პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ისეთ მოთხოვნებს, რომლებსაც ელის მისგან პირი: ა.ა) პროდუქტზე ზოგადი წარმოდგენის გათვალისწინებით; ა.ბ) ჩვეულებრივი გამოყენების პირობებში; ა.გ) იმ პერიოდისათვის არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, როდესაც პროდუქტი ბაზარზე განთავსდა; ბ) ზიანი − პროდუქტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობით დამდგარი შედეგი, რომელმაც გამოიწვია: ბ.ა) ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაზიანება ან გარდაცვალება; ბ.ბ) ქონების ნებისმიერი ნაწილის დაზიანება ან განადგურება, გარდა თავად წუნდებული პროდუქტისა, რომლის ღირებულება 300 ლარზე მეტია. |