FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  79

ქვეკონტრაქტი.
1. მიმწოდებელი უფლებამოსილია ქვეკონტრაქტორი თავისუფლად, ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე შეარჩიოს.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია ეკონომიკურ ოპერატორს სთხოვს:
    ა) განაცხადში/წინადადებაში მიუთითოს, აპირებს თუ არა შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილის შესასრულებლად ქვეკონტრაქტორისთვის გადაცემას, ხოლო თუ აპირებს − მიუთითოს აგრეთვე ქვეკონტრაქტორი და ქვეკონტრაქტის საგანი;
    ბ) შეატყობინოს მას შესყიდვის ხელშეკრულების შესრულების პერიოდში განხორციელებული, ქვეკონტრაქტორთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  79

3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შესყიდვის პირობებში გაითვალისწინოს ეკონომიკური ოპერატორის მიერ შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილის შესასრულებლად ქვეკონტრაქტორისთვის გადაცემის ვალდებულება. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია განსაზღვრავს ქვეკონტრაქტით გადასაცემი შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილის მინიმალურ და მაქსიმალურ პროცენტულ ოდენობებს. მაქსიმალური პროცენტული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების ან/და შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯამის 30%-ს. ამ პუნქტით განსაზღვრული პროცენტული დიაპაზონი ადეკვატური უნდა იყოს. ამ მიზნით შემსყიდველი ორგანიზაცია ითვალისწინებს შესყიდვის ობიექტისა და შესაბამისი ბაზრის თავისებურებებს, მათ შორის, ამ ბაზარზე არსებულ კონკურენციასა და ტექნიკურ შესაძლებლობებს.
4. კანდიდატი/პრეტენდენტი ვალდებულია განაცხადში/წინადადებაში მიუთითოს შესყიდვის ხელშეკრულების საგნის ნაწილი, რომელსაც იგი შესასრულებლად ქვეკონტრაქტორს გადასცემს.