FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  576

ცნება.
1. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ:
    ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება;
    ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.
2. მიმწოდებელი შეიძლება იმავდროულად იყოს ლიზინგის გამცემი, თუ მიმწოდებლის ჩვეულებრივი საქმიანობა არის ქონების მიწოდება ან ქონების ლიზინგით გაცემა . ქონება შეიძლება შეძენილ იქნეს ასევე ლიზინგის მიმღებისგან.
3. ლიზინგით გაცემული ქონება ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას განმეორებით შეიძლება გაიცეს ლიზინგით , მაგრამ იმისათვის , რომ მასზე გავრცელდეს ამ თავის დებულებები , ლიზინგის გამცემმა უნდა მოიპოვოს ლიზინგის მიმღებისგან ქონების დამოუკიდებელი შერჩევის დადასტურება .
4. ლიზინგის საგანი არ შეიძლება იყოს ფული, ფასიანი ქაღალდი, წილი ან პაი სამეწარმეო საზოგადოებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

article  576

5. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი და ლიზინგის დაფინანსების თანხის გაცემის შედეგად ლიზინგის მიმღების ჯამური ვალდებულებები ამავე ლიზინგის გამცემის მიმართ 200 000 (ორასი ათას) ლარზე ნაკლებია, ლიზინგის გამცემის მიერ საზღაურის მიღება არ უნდა იყოს ნებისმიერი ფორმით უცხოურ ვალუტაზე მიბმული ან ინდექსირებული.
6. თუ ლიზინგის გამცემი მეწარმეა, ლიზინგის გაცემისას ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ამასთანავე, ლიზინგის გამცემი ვალდებულია დაიცვას ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები საკომისიოსთან, ფინანსურ ხარჯთან, პირგასამტეხლოსთან და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის დაკისრებასთან დაკავშირებით. ამ მიზნებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესი.