FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

მაუწყებლობის შესახებ

article  38

მაუწყებლობის სახეები და სახეობები, მაუწყებლობის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ავტორიზაციისას მისათითებელი ინფორმაცია.
1. მაუწყებლობა ხორციელდება ავტორიზაციის ან ლიცენზიის საფუძველზე. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე.
2. მაუწყებლობის სახეებია ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა (გარდა საეთერო რადიომაუწყებლობისა) ხორციელდება ავტორიზაციის საფუძველზე. საეთერო რადიომაუწყებლობა ხორციელდება ლიცენზიის საფუძველზე.
3. მაუწყებლობის სახეობებია სათემო მაუწყებლობა, კერძო მაუწყებლობა და საუნივერსიტეტო მაუწყებლობა.
მაუწყებლობის შესახებ

article  38

მაუწყებლობის სახეები და სახეობები, მაუწყებლობის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ავტორიზაციისას მისათითებელი ინფორმაცია. .
4. კერძო მაუწყებლობის ქვესახეობებია საერთო მაუწყებლობა და სპეციალიზებული მაუწყებლობა. კერძო სპეციალიზებული მაუწყებლობისთვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება პროგრამების თემატიკა/თემატიკები. საუნივერსიტეტო მაუწყებლობა არის სპეციალიზებული მაუწყებლობა, რომლის ავტორიზაციისას მიეთითება სამაუწყებლო პროგრამების თემატიკა/თემატიკები.
მაუწყებლობის შესახებ

article  38

მაუწყებლობის სახეები და სახეობები, მაუწყებლობის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას და გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ავტორიზაციისას მისათითებელი ინფორმაცია. . .
5. გეოგრაფიული არეალის მიხედვით მაუწყებლობა არის ეროვნული ან ადგილობრივი.
6. პროგრამების ხელმისაწვდომობის მიხედვით მაუწყებლობა/გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურება შეიძლება იყოს ფასიანი ან უფასო.
7. მაუწყებლობისთვის ლიცენზირებისას/ავტორიზაციისას მიეთითება:
    ა) მაუწყებლობის ენა/ენები;
    ბ) დღე-ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა. იგი საეთერო ტელემაუწყებლობის შემთხვევაში 12 საათი უნდა იყოს;
    გ) მაუწყებლობის გავრცელების ტექნოლოგია;
    დ) მაუწყებლობის დაწყების ვადა;
    ე) მაუწყებლობის გავრცელების სავარაუდო გეოგრაფიული ზონა.
8. გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურებისთვის ავტორიზაციისას მიეთითება:
    ა) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ენა/ენები;
    ბ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიწოდების ტექნოლოგია;
    გ) გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების დაწყების ვადა.
მაუწყებლობის შესახებ

article  38

9. სიხშირული სპექტრის გამოყენებით რადიომაუწყებლობის ტრანზიტი დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული რადიომაუწყებლის რადიომაუწყებლობის უცვლელი სახით გადასაცემად თავისუფალი საეთერო დროის განმავლობაში, როდესაც რადიომაუწყებლობის ტრანზიტის უზრუნველმყოფი პირი საკუთარ მაუწყებლობას არ ახორციელებს. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული რადიომაუწყებლის არხზე სხვა სახელმწიფოს რეზიდენტი რადიომაუწყებლის ტრანზიტი დასაშვებია მხოლოდ ამ კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/468 – ვებგვერდი, 25.04.2012წ. საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4547 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.