Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 7 მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების გარანტიები. 1. სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობა ემყარება ურთიერთთანამშრომლობის პრინციპს. 11. სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებათა გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდიარობის პრინციპს. 2. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, შექმნან შესაბამისი სამართლებრივი, საფინანსო-ეკონომიკური და ორგანიზაციული პირობები. 3. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები ვალდებული არიან, იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლებიც შეეხება ამ კანონით დადგენილ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებს, წინასწარი კონსულტაციები გამართონ იმ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომლებიც ქვეყნის მუნიციპალიტეტების ნახევარზე მეტს აერთიანებენ. 4. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ქმედებების გასასაჩივრებლად, რომლებიც ზღუდავს ადგილობრივი თვითმმართველობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას. |
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი article 7 5. მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს კონსტიტუციის მეცხრე თავთან მიმართებით ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხის განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 6. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო, საქართველოს საერთო სასამართლოებსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მუნიციპალიტეტს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. |