FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

article  22

სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა.
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას.
2. სამსახურის თანამშრომელი იღებს:
    ა) ხელფასს, რომელიც მოიცავს თანამდებობრივ და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს;
    ბ) კვების ულუფის ფინანსურ კომპენსაციას;
    გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.
3. სამსახურის თანამშრომლის წლიური შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მეუღლეს, შვილებსა და შრომისუუნარო მშობლებს) ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
5. სამსახურის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
6. სამსახურის თანამშრომელს, რომელიც განთავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

article  22

7. სამსახურის თანამშრომლის თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის განაკვეთის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის, სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობას ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
8. სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას, ხოლო მისი ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
9. სამსახურის თანამშრომელს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება სხვა მუნიციპალიტეტში უწევს, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან, საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფისთვის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა კომპენსაცია.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურის თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობის დაქირავების უზრუნველყოფის წესსა და პირობებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.