Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საავტომობილო გზების შესახებ article 261 შავი წერტილების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. 1. შავი წერტილი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა: ა) ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა; ბ) ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შავი წერტილების იდენტიფიცირებას ახდენს და მათ შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს და მუნიციპალიტეტების ორგანოებს მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. |
საავტომობილო გზების შესახებ article 261 3. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად შეიმუშავებენ წესებს. ეს წესები საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შემუშავების შემთხვევაში მტკიცდება საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოების მიერ შემუშავების შემთხვევაში − ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოების ნორმატიული აქტებით, ხოლო მუნიციპალიტეტების ორგანოების მიერ შემუშავების შემთხვევაში − მუნიციპალიტეტების საკრებულოების დადგენილებებით. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები და მუნიციპალიტეტების ორგანოები კოორდინირებულად უზრუნველყოფენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით წინადადებების/ანგარიშების მომზადებას. |