Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 201 ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. 1. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, ვიზის გაცემის უფლებამოსილების მქონე უწყება ვალდებულია D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა. 2. სააგენტო ვალდებულია ამ კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ან იმავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. |
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ article 201 3. საჯარო რეესტრი ვალდებულია D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მოქმედების შეწყვეტის უფლებამოსილების მქონე ორგანოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც მიიღო უცხოელმა D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. 4. საჯარო რეესტრი ვალდებულია სააგენტოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზედაც გაიცა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. 5. დამსაქმებელი ვალდებულია ბინადრობის ნებართვის მქონე დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში ამის შესახებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 5 დღის ვადაში შეატყობინოს სააგენტოს. დამსაქმებელს აღნიშნული ინფორმაციის შეუტყობინებლობის ან არაჯეროვანი შეტყობინების შემთხვევაში დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი №4741 – ვებგვერდი, 05.06.2019წ. |